ავტორი:

როდიდან გამოიდარებს საქართველოში - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

როდიდან გამოიდარებს საქართველოში - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

საქართველოს უმეტეს რაიონებში 19-22 მარტს გამოიდარებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ხვალ დღისით ზოგ რაიონში იწვიმებს, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი.

„ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და 10-12 გრადუსის ფარგლებში იქნება. მთაში 1-6 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში -3- +2 გრადუსი. 19 მარტიდან გამოიდარებს და 22 მარტამდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ტემპერატურა მოიმატებს 18-20 გრადუსამდე.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, 18-19 მარტს იწვიმებს, მთაში და მაღალ მთაში მოთოვს. 18 მარტს დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია დასავლეთის ძლიერი ქარი. 19 მარტს, დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს. ხვალ დაბალი ტემპერატურა იქნება. 8-13 გრადუსის ფარგლებში, მთაში 1-6 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში -7 - -2 გრადუსი დაფიქსირდება“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ