ავტორი:

დღის ფოტო დიდი დიღმიდან - მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული საწყობიდან ლეკვები გამოიყვანეს

დღის ფოტო დიდი დიღმიდან - მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული საწყობიდან ლეკვები გამოიყვანეს

დიდ დიღომში საწყობის ტერიტორიიდან, სადაც ხანძარი გაჩნდა, მეხანძრე-მაშველებმა მოქალაქესთან ერთად ორი ლეკვიც გადაარჩინეს. ემოციურ ფოტოს სოციალურ ქსელში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

როგორც ჟურნალისტებს განუცხადეს, სამსახურის გადაწყვეტილებით, ორივე ლეკვი მეხანძრე-მაშველებთან დაიდებს ბინას.

რაც შეეხება დაშავებულ მამაკაცს, ის გადაყვანილია სტაციონარში.

ხანძარი „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საწყობში გაჩნდა, სადაც სანათები და წვრილმანი ტექნიკა ინახებოდა.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს