ავტორი:

დიდ დიღომში ხანძრის გამომწვევ მიზეზად სამი ვერსია სახელდება

დიდ დიღომში ხანძრის გამომწვევ მიზეზად სამი ვერსია სახელდება

არაოფიციალური ინფორმაციით, დიდ დიღომში ერთ-ერთ საწყობში ხანძრის გამომწვევ მიზეზად სამი ვერსია სახელდება.

პირველი ვერსიით, ხანძარი დაუდევრობამ გამოიწვია, მეორე ვერსიით, მიზეზია ძველი ელექტროგაყვანილობა, მესამე ვერსიით კი – დარღვეული იყო უსაფრთხოების ზოგადი ნორმები. მას შემდეგ, რაც მეხანძრეები საბოლოოდ მოახდენენ ხანძრის ლიკვიდაციას, შემთხვევის ადგილზე მუშაობას ექსპერტ-კრიმინალისტები დაიწყებენ.

დიდ დიღომში, ერთ-ერთ საწყობში ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. ადგილზე 23 სახანძრო ბრიგადა მუშაობს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, არ არსებობს საშიშროება, რომ ხანძარში დანარჩენ ტერიტორიაზე გავრცელდეს. დამწვარია სულ 1800 კვ მეტრის ფართობი. არსებული ინფორმაციით, ხანძარი წვრილმანი ტექნიკის მაღაზიაში გაჩნდა.

ამ დროისთვის ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია, თუმცა საწყობის ტერიტორიაზე დაკვამლიანება კვლავ შეიმჩნევა.

საბურთალოს გამგებლის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ