ავტორი:

"კომპანიები თუ ერთმანეთს ებრძვიან, მომხმარებლებმა რა დავაშავეთ?!" - რატომ არ არიან ქართულ სუპერმარკეტებში "კლიენტები ყოველთვის მართალი"

"კომპანიები თუ ერთმანეთს ებრძვიან, მომხმარებლებმა რა დავაშავეთ?!" - რატომ არ არიან ქართულ სუპერმარკეტებში "კლიენტები ყოველთვის მართალი"

"კლიენტი ყოველთვის მართალია!" - ყველაფერი რომ მომხმარებლის სურვილზე უნდა იყოს მორგებული, ეს კარგად ვიცით, მაგრამ მოდი, 21-ე საუკუნეში დროის დეფიციტზეც ვისაუბროთ. დღეს იმდენად აჩქარებულია ცხოვრების ტემპი, რომ ტექნოლოგიები, სერვისები, კომერციული ობიექტები - ყველაფერი დროის მოგების პრინციპით ამოქმედდა და ჩვენი დროის დაზოგვისა და კომფორტისკენ არის მიმართული, მაგრამ რა ხდება ჩვენს რეალობაში?

წარმოიდგინეთ, საღამოს დაღლილი, ენერგიაგამოცლილი სამსახურიდან ბრუნდები და სუპერმარკეტში შეივლი, რომ ხელს გააყოლო პროდუქტი. ერთი სული გაქვს, შინ როდის მიხვალ, რომ გემრიელად ივახშმო, მერე ტელევიზორთან მოკალათდე და ცოტა ხნით დაისვენო, თუმცა... ერთ მარკეტში შენთვის სასურველი ძალიან ბევრი პროდუქტი არ გხვდება და ყველაფრის შესაძენად, დროის უდიდესი მონაკვეთი მაღაზიებს შორის წინ და უკან სიარულში გეხარჯება.

მოკლედ, ერთ სივრცეში ყველა პროდუქტის შეძენის კომფორტი დაივიწყეთ და ნურც აღშფოთდებით, რადგან ჩვენს რეალობაში "ყოველთვის მართალი კლიენტის" წესი არ მუშაობს! ამ პრობლემის თავში კი ქართული სუპერმარკეტების ქსელის მენეჯმენტია, რომელსაც, რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი დროის დეფიციტი სულაც არ ანაღვლებს და კლიენტის კომფორტიც ჩირად არ უღირს... ეს პრობლემა მხოლოდ ადგილობრივი მომხმარებლისთვის არ არის თვალსაჩინო. ცოტა ხნის წინ ევროპელმა სტუმარმა ჩემთან საუბრისას ბრაზი ვერ დამალა - თქვენს სუპერმარკეტებში სხვა წესები მოქმედებსო...

"საქართველოში მომხმარებელთა უფლებები რომ არსად არის დაცული, ეს სიახლეს არ წარმოადგენს, მაგრამ "ორმა ნაბიჯმა" მოლოდინს გადააჭარბა. ჯერ იყო და ამ ქსელმა უბნის პატარა მაღაზიები ჩაძირა, არადა, ხშირად მეზობლები ნისიით ვსარგებლობდით. მერე ხალხი შეაჩვიეს - დახლები სავსე ჰქონდათ და თითქოს ერთგვარი კომფორტიც შეგვიქმნეს, მაგრამ ესეც დროებითი აღმოჩნდა.

"კოკა-კოლას", "პეპსის", "ფანტას", "ნაბეღლავს", ზოგიერთი მწარმოებლის ძეხვეულსა და კიდევ ბევრი დასახელების პროდუქტს აღარ იღებენ და დავრბივარ ასე მაღაზიიდან მაღაზიაში. ეს ძალიან დიდ უხერხულობას მიქმნის. მიკვირს, ამხელა ქსელი ელემენტარულ რაღაცებს რატომ არ ითვალისწინებს? სად გვაქვს ამდენი დრო, ამათ გაუგებარ გარიგებებს მოვარგოთ ჩვენი ყოველდღიურობა?!" - ამბობს მომხმარებელი.

იგივე განწყობა აქვთ ჩემს სხვა რესპონდენტებსაც:

"ორი წლის წინ, უბანში "ორი ნაბიჯი" გაგვიხსნეს. ახლომახლო სხვა მარკეტები არ გვაქვს, ადრე უბანში პატარა მაღაზიები იყო, მაგრამ "ორ ნაბიჯს" კონკურენცია ვერ გაუწიეს და ყველა დაიხურა... რამდენჯერმე მომინდა კონკრეტული პროდუქტების შეძენა, მაგრამ მპასუხობდნენ, ამჟამად არ გვაქვსო. მერე რამდენჯერაც შევედი, ეს პროდუქტები არც ერთხელ არ დამხვდა დახლზე და ბოლოს გაბრაზებულმა კონსულტანტებს ისევ შევჩივლე, რატომ არ ჰქონდათ მაგალითად, "ნაბეღლავი", ან "კოკა-კოლა"... მოკლედ, გამყიდველმა როგორც იქნა ამოღერღა, მაგ პროდუქციას ტყუილად კითხულობთ, ჩვენს ქსელში ვერასდროს ნახავთო.

ერთმა კონსულტანტმა კი ჩამჩურჩულა: "არსი კოლას" დიდი ფული აქვს გადახდილი, რომ "კოკა-კოლა" არ შემოიტანონ, ამიტომაც არ გვაქვს მარკეტში, "ნაბეღლავზე" კი ვერაფერს გეტყვითო... "ორი ნაბიჯის" დახლებიდან გაქრა "ლიდერ ფუდის" პროდუქციაც, ასაწონი ყავაც და კიდევ არაერთი დასახელების პროდუქტი... არადა, ამხელა სუპერმარკეტი ხომ ყველა გემოვნების მყიდველს უნდა აკმაყოფილებდეს?! აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ფასები ყოველდღიურად იზრდება... ვერ გამიგია, ეს რა დამოკიდებულებაა, კომპანიები თუ ერთმანეთს ებრძვიან, მომხმარებლებმა რა დავაშავეთ?!" - წუხს ახალგაზრდა ქალბატონი.

უკმაყოფილო ჩანს სუპერმარკეტების ქსელ "ფუდმარტის" მომხმარებელიც:

"მითხრეს, რომ "ტკბილი ქვეყნისა" და "სანდომის" ტკბილეულის გარდა, აქ სხვას არ ყიდიან. თუ მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანს ვერ სთავაზობენ, მაშინ ეს ქსელი უნდა დაიხუროს და ვინც მომხმარებლის მოთხოვნას სრულად დააკმაყოფილებს, ბაზარზეც ის დარჩეს! აბა, როგორ შეიძლება ამათ თამაშებს შეეწიროს მომხმარებლის დრო და ნერვები?!" წაიკითხეთ ვრცლად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ