ავტორი:

"თამარას გრეგორი პეკი ძალიან მოსწონდა, მაგრამ მას უკვე მეუღლე ჰყავდა" - მითები და სინამდვილე უმშვენიერეს ქართველ ბალერინაზე

"თამარას გრეგორი პეკი ძალიან მოსწონდა, მაგრამ მას უკვე მეუღლე ჰყავდა" - მითები და სინამდვილე უმშვენიერეს ქართველ ბალერინაზე

მე-20 საუკუნის მსოფლიო ბალეტის გამორჩეული მოცეკვავის თამარა თუმანოვას შესახებ ბევრი დაწერილა. საბალეტო სამყაროში მას "შავი მარგალიტი" უწოდეს და ბალანჩინის, გრეგორი პეკის, ჰიჩკოკის და სხვათა მუზად მოიხსენიებდნენ. ხატავდნენ მსოფლიოს ცნობილი მხატვრები, მისი შთაგონებით იქმნებოდა ამერიკელი მხატვრის ჯოსეფ კორნელის შემოქმედება. ცნობილია, რომ კორნელი თამარას სასიყვარულო წერილებს გათხოვების შემდეგაც უგზავნიდა. ჯოსეფ კეისის მიერ შექმნილი თუმანოვას პორტრეტები აშშ-ის ცნობილ მუზეუმებშია დაცული. საგანგებოდ მისთვის დგამდნენ წარმოდგენებს, მსოფლიოს საუკეთესო ხელოვანები მას აღმერთებდნენ... ცნობილია, რომ თითქოს ბალანჩინს მასზე დაქორწინება სურდა, რომანი ჰქონდათ გრეგორი პეკს და თამარ თუმანოვას... ბალერინას ცხოვრების ამ და სხვა საინტერესო დეტალებზე ნანა ღონღაძეს ვკითხეთ, რომელსაც თამარ თუმანოვას შესახებ ყველაზე საფუძვლიანი კვლევა აქვს ჩატარებული:

- როგორც ცნობილია, პარიზში პატარა თამარმა ანა პავლოვას ცეკვა ნახა და სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ბალერინობა...

- მე ვფიქრობ, რომ თამარის არჩევანზე უფრო მისი დედის, ევგენიას სურვილმა იმოქმედა. მას ძალიან უყვარდა ბალეტი, ხშირად ჩადიოდა პეტერბურგში და არმიის თეატრის სპეკტაკლებს ესწრებოდა... თურმე უთქვამს, გოგო თუ მეყოლება, აუცილებლად ბალეტზე შევიყვანო. ის თვლიდა, რომ თამარი გამოჩენილი ბალერინა უნდა ყოფილიყო. თამარს ნიჭი აღმოაჩნდა და ბედმაც გაუღიმა, როდესაც ბალანჩინმა აღმოაჩინა... მანამდე იგი ანა პავლოვამ შეამჩნია და 6 წლის თამარი პარიზში, თავის გალაკონცერტზე გამოიყვანა.

- ცნობილია, რომ თამარ თუმანიშვილი ბალანჩინის მუზა იყო... ბალანჩინს მასზე დაქორწინებაც სურდა, მაგრამ ასაკობრვი სხვაობის გამო თამარის დედამ ეს ქორწინება...

- ბალანჩინის მუზა იყო, მას იგი შეუყვარდა, მაგრამ არა როგორც მომავალი მეუღლე, არამედ როგორც შვილი ან და... მითუმეტეს, რომ გოგონა მას თავის დას ახსენებდა, რომელსაც ასევე თამარი ერქვა. თამარ ბალანჩივაძე ომის დროს დაიღუპა. ბალანჩინი თამარ თუმანიშვილს ძალიან ანებივრებდა, მისთვის საუკეთესო შოკოლადს ყიდულობდა, დაბადების დღეზე ოქროს საათი აჩუქა. ისინი მთელი ცხოვრების მანძილზე მეგობრობდნენ!

თამარ თუმანიშვილი და გრეგორი პეკი მხატვრულ ფილმში "დიდების დღეები"

- გრეგორი პეკის და თამარა თუმანოვას რომანზე ბევრი დაიწერა... მათი სიყვარულის ისტორია მითია თუ სინამდვილე?

- გრეგორი პეკი ძალიან მოსწონდა თამარს, შესაძლოა, მათ შორის გრძნობა იყო, მაგრამ გრეგორის უკვე ფრანგი მეუღლე ჰყავდა... თამარი კი ცოლად პროდიუსერს, კეისი რობინსონს გაჰყვა. სწორედ კეისიმ გადაიღო თამარა 1943 წელს მხატვრულ ფილმში "დიდების დღეები" ( Days Of Glory), სადაც მას პარტნიორობას დებიუტანტი გრეგორი პეკი უწევდა. ძალიან ბედნიერი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მეუღლე 16 წლით უფროსი იყო. რობინსონი ყველნაირად უწყობდა ხელს, სარეპეტიციო დარბაზიც კი მიუშენა თავის სახლს... საგულისმოა, რომ თამარის მშობლებიც მათთან ცხოვრობდნენ.

- თამარმა საბალეტო სფეროში უფრო დიდ წარმატებას მიაღწია თუ კინოში?

- თამარი მსოფლიოში სახელგანთქმული ბალერინა იყო! როგორც ჰოლივუდის მსახიობმა იმდენად ვერ მოიხვეჭა სახელი.

ულამაზესი ეზო სამტრედიაში, სადაც ბაბუა შვილიშვილებისთვის ზღაპრის გმირებს აცოცხლებს - "ისინი ჩვენთვის სულიერი არსებები არიან"

"საქმე ახალ კლასტერთან არ გვაქვს" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე კორონავირუსის 13 ახალ შემთხვევაზე

"2015 წლის შემდეგ, ორი ივლიტა გაჩნდა ჩვენს ოჯახში..." - რას ყვება ტრაგედიიდან ხუთი წლის შემდეგ, 13 ივნისს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის მამა