ავტორი:

ავტობუსი, რომელშიც 51 მოსწავლე იჯდა, მძღოლმა გაიტაცა და ცეცხლი წაუკიდა - მილანის პოლიცია მათ გადარჩენას "სასწაულს" უწოდებს

ავტობუსი, რომელშიც 51 მოსწავლე იჯდა, მძღოლმა გაიტაცა და ცეცხლი წაუკიდა - მილანის პოლიცია მათ გადარჩენას "სასწაულს" უწოდებს

მილანში სკოლის ავტობუსი, რომელშიც 51 მოსწავლე იჯდა, მძღოლმა გაიტაცა და ცეცხლი წაუკიდა, ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბავშვებმა მოახერხეს ჩამტვრეული ფანჯრებიდან გარეთ გადმოსულიყვნენ. ყველა მათგანი გადარჩა, 14 ადამიანს კვამლით ინტოქსიკაცია აღენიშნება.

წარმოშობით სენეგალელი 47 წლის მძღოლი, რომელიც იტალიის მოქალაქეა, დააკავეს. ის დარწმუნებული იყო, რომ ყველა დაიღუპებოდა.

ავტობუსში 2 კლასის მოსწავლეები ისხდნენ, ისინი სკოლიდან სავარჯიშო დარბაზში მიდიოდნენ, თუმცა მოულოდნელად მძღოლმა გზიდან გადაუხვია და სხვა მიმართულებით წავიდა. როდესაც მან დანით მუქარა და ყვირილი დაიწყო, ერთ-ერთმა ბავშვმა მშობელს დაურეკა, მან კი პოლიციას აცნობა.

სამართალდამცველები ავტობუსთან მალევე გაჩნდნენ და მის გაჩერებას შეეცადნენ. ავტობუსი გაჩერდა, მძღოლი გარეთ გადმოხტა, ტრანსპორტს ბენზინი დაასხა და ცეცხლი წაუკიდა. პოლიციამ შეძლო გვერდითა ფანჯრები ჩაემტვრია და ვიდრე ავტობუსი მთლიანად დაიწვებოდა, ბავშვები გარეთ გამოიყვანეს.

მილანის მთავარმა პროკურორმა ფრანჩესკო გრეკომ ბავშვების გადარჩენას სასწაული უწოდა, რადგან ძალიან დიდი შანსი იყო, ყველა მათგანი გაგუდულიყო, ან დამწვარიყო.

ავტობუსში იმყოფებოდა მასწავლებელიც, რომელიც ამბობს, რომ მძღოლი უსეინუ საი იტალიის საიმიგრაციო პოლიტიკასა და ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების დახოცვის გამო გაბრაზებული იყო.

„ის ყვიროდა - „შეაჩერეთ ადამიანების სიკვდილი ზღვაში, მასობრივ ხოცვა-ჟლეტას მოვაწყობ“, - განაცხადა მედიასთან პოლიციის წარმომადგენელმა მარკო პალმიერიმ.

პროკურატურის განცხადებით, ეჭვმიტანილს ბრალს ბავშვების გატაცებაში, მასობრივი მკვლელობის მცდელობაში და ხანძრის გაჩენაში დასდებენ. სამართალდამცველები ჯერ კიდევ ფიქრობენ, წაუყენონ თუ არა მძღოლს ტერორიზმის მუხლი.

კონგრესის ყველაზე ახალგაზრდა წევრი ქალი, რომელიც წითელი ტუჩსაცხის გარეშე საჯაროდ არ ჩნდება - ვინ არის ალექსანდრია ოკასიო კორტესი?

წყალდიდობა ავღანეთში -  გარდაცვლილი 100-მდე ადამიანი, დანგრეული სახლები და დაკარგულები  (ფოტოები ტრაგედიის ადგილიდან)

მინსკის "მძიმე ღამე“ - რა ხდებოდა ბელარუსში, სადაც  "ომონმა" საპროტესტო აქცია დაშალა და 20-ზე მეტი ადამიანი დააკავა (ფოტოები)