ავტორი:

"გამოიხედეს და რას ხედავენ, მგელს ჰყავს დათრეული ქალბატონი, ერთს თითი მოაჭამა" - რას ჰყვება ბიჭი, რომელიც მგელს შიშველი ხელებით შეებრძოლა

"გამოიხედეს და რას ხედავენ, მგელს ჰყავს დათრეული ქალბატონი, ერთს თითი მოაჭამა" - რას ჰყვება ბიჭი, რომელიც მგელს შიშველი ხელებით შეებრძოლა

2 დღის წინ, წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩრდილისუბანში მგელი ადგილობრივებს დაესხა თავს. მგელმა 1 ქალს ხელზე უკბინა, მეორეს კი ყელის არეში. არავინ იცის, რას მოხდებოდა, შემთხვევის ადგილზე 24 წლის ტარიელ მიქელაძე რომ არ აღმოჩენილიყო, რომელიც მგელს ცარიელი ხელებით შეებრძოლა და მისი გაკავება შეძლო.

იგი მომხდარს ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "საღამოს ნიუსრუმი 19:00-ზე" იხსენებს:

"ორი დღის წინ მე და ჩემი მეგობარი სახლში ვიყავით, როცა მასთან დედამისმა დარეკა და უთხრა, "სახლიდან არ გამოხვიდე, მგელია სოფელშიო". მაინც გამოვედით გარეთ... ზოგადად, ძალიან რთული სურათი იყო. ორ ქალს დაესხა თავს, პირველ ქალბატონს სქელი ქურთუკი ეცვა და კბილმა ვერ შეაღწია, მეორე ქალბატონს თითი მოაჭამა. ამ აურზაურში მეზობლის სახლამდე მიაღწიეს, გამოიხედეს მათ გარეთ და წარმოიდგინეთ რას ხედავენ, მგელს ჰყავს ქალბატონი დათრეული. ამ ფაქტის შემხედვარე, რომ მგელმა ორი ჩემი ახლობელი დაგლიჯა, მის მოსაკლავად წავედი. მასთან ერთ-ერთზე დავრჩი. შიშის გრძნობა არ მქონია, პირველი ნახტომი რომ გააკეთა, ეშვი სახეში ჩამარჭო. ზოგადად, არავის ვურჩევდი ამ ნადირთან შეხვედრას, თუ სხარტი არ არის, ვერ გადარჩება"

VIDEO: "გამოიხედეს და რას ხედავენ! - მგელს ჰყავს დათრეული ქალბატონი" - რას ჰყვება მგლებთან მებრძოლი წალკელი ტარიელი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ