ავტორი:

"ვხედავ, როგორ დადიან რუსები საზღვარზე, არ მიშვენებ ჩემს მამიდებთან" - პატარა ლუკა, რომელიც სამშობლოს დასაცავად, გენერლობაზე ოცნებობს

"ვხედავ, როგორ დადიან რუსები საზღვარზე, არ მიშვენებ ჩემს მამიდებთან" - პატარა ლუკა, რომელიც სამშობლოს დასაცავად, გენერლობაზე ოცნებობს

"აი, ასეთი ქართველები იზრდებიან დღეს ჩვენს სკოლაში", - წერს საჩხერის N1 საჯარო სკოლის "ფეისბუქ-გვერდი" და პატარა ლუკას წერილს აქვეყნებს, რომელიც გენერლობაზე ოცნებობს, რათა საკუთარი ოკუპირებული სოფელი მტრებისგან დაიცვას.

"ლუკა, მე მიხარია, რომ შენში ქართული ჯიშის ზეიმია, აგხდენოდეს ოცნება, ჩვენო საამაყო ბიჭო!", - აღნიშულია სკოლის "ფეისბუქ-გვერდზე".

სოფელი პერევი უშუალოდ ესაზღვრება ჯავის მუნიციპალიტეტს, რომელსაც სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ადმინისტრაცია და რუსეთის სამხედრო ძალები აკონტროლებენ. საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლები თედელეთი, სინაგური, ტბეთი, ქვემო ქარზმანი, ზემო ქარზმანი, ხახეთი და ჯალაბეთი 1991 წლამდე სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ჯავის რაიონს მიეკუთვნებოდნენ. ოსეთის მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღადგენდა კონტროლს სოფლებზე, რომლებიც ექცეოდნენ სამხრეთ ოსეთის ძველ საზღვრებში.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს პერევი დაიკავა რუსეთის ჯარმა. 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიხედვით საოკუპაციო ჯარებს უნდა დაეხიათ უკან სოფელ პერევიდან, თუმცა, მიუხედავად შეთანხმებისა, 2010 წლის ოქტომბრამდე სოფელი კვლავ რჩებოდა ოკუპირებულად და დაძაბულობის კერად; პერევში შეღწევა ვერც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა შეძლეს (წყარო: ka.wikipedia.org)

პერევი რუსმა ოკუპანტებმა 2010 წლის 18 ოქტომბერს დატოვეს, თუმცა სოფლის ნაწილი დღემდე ოკუპირებულია.

"ჩემზე შურისძიებას ცდილობენ, ბავშვების დარდი არ აქვთ" - რას წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი მას შემდეგ, რაც მერიამ რუსთაველის გამზირიდან მისი კარავი აიღო

5 ამბავი, რომელსაც "ფეისბუქზე" 2019 წელს ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა

"მცდელობა ამ საქმეში ექსკლუზიური წვლილის შეტანის უხერხულია, პატივი ვცეთ ვაჟა ექიმს!" - როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქზე" გაფრინდაშვილის გათავისუფლებას