ავტორი:

აზარტული თამაშების ბრუნვამ შესაძლოა, 10 მლრდ ლარს გადააჭარბოს

აზარტული თამაშების ბრუნვამ შესაძლოა, 10 მლრდ ლარს გადააჭარბოს

აზარტული და მომგებიანი თამაშობების ნებართვის მქონე ოპერატორების ბრუნვამ 2018 წელს შესაძლოა, 10 მლრდ ლარს გადააჭარბოს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, შარშან იმ სექციის ბრუნვამ, სადაც აზარტული თამაშების სექტორიც შედის, წინასწარი მონაცემებით ჯამში 12,596 მლრდ ლარი შეადგინა.

ბიზნესპრესნიუსის“ ინფორმაციით, დაზუსტებული მონაცემები სტატისტიკის სამსახურს ოქტომბერში ექნება, თუმცა 2017 წლის მონაცემების მიხედვით „ხელოვნება, გართობა და დასვენების“ სექციის ბრუნვიდან 97%-ზე მეტი სწორედ აზარტული თამაშების ბიზნესზე მოდიოდა.

უფრო კონკრეტულად, 2017 წელს აღნიშნული სექციის მთლიანი ბრუნვა შეადგენდა 6176,6 მლრდ ლარს, საიდანაც 6050,1 მლრდ ლარი აზარტულ თამაშებზე მოდიოდა. 2018 წელს კი ამ სექციაში შემავალი ბიზნეს-სუბიექტების ბრუნვამ 12,598 მლრდ ლარი შეადგინა (წინასწარი მონაცემებით). სტატისტიკოსების თქმით, ამ თანხიდან დაახლოებით 9/10 (რაც 10 მლრდ ლარს აჭარბებს) შესაძლოა, სწორედ აზარტული თამაშების წილი იყოს.

სტატისტიკოს სოსო არჩვაძის თქმით, „ბრუნვის მოცულობის ზრდა ორ რამეზე მიუთითებს - ერთი ის, რომ საქართველოს მოსახლეობის გაზრდილი შემოსავლის დიდი ნაწილი ამ ბიზნესისკენ მიემართება, მეორეა იმ მეზობელი ქვეყნებიდან „მოთამაშეების“ ჩამოსვლა, სადაც აზარტული თამაშები აკრძალულია.

აქ კიდევ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი - აზარტული თამაშები ფულის გათეთრების დიდ რისკთანაა დაკავშირებული. ასე ხდება ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ეს ბიზნესი დაშვებულია. ამიტომ, ვფიქრობ, სამართალდამცველმა ორგანოებმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ საქართველოში აღნიშნული საქმიანობის მასშტაბების ზრდას“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ სოსო არჩვაძემ წაიკითხეთ ვრცლად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ