ავტორი:

რისთვის ჩავიდა ვენესუელაში 99 რუსი სამხედრო?

რისთვის ჩავიდა ვენესუელაში 99 რუსი სამხედრო?

24 მარტს, კარაკასის საერთაშორისო აეროპორტში, რუსეთის ორი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი - Ан-124 "Руслан" და Ил-62 დაეშვა, რომლებიც სირიის ქალაქ ლატაკიადან ჩაფრინდნენ ვენესუელაში.

Новая газета-ს ცნობით, ვენესუელაში დაფრენამდე ისინი სენეგალში დაეშვნენ, იქიდან კი, გაურკვეველი ტვირთით კარაკასისკენ გაემართნენ. გამოცემა ირწმუნება, რომ რუსეთმა ვენესუელაში დესანტი გადასხა.

ვენესუელელი ჟურნალისტის, ჰავიერ მაიორკის ცნობით, თვითმფრინავებით 99 რუსი სამხედრო ჩაიყვანეს. Ан-124 "Руслан"-მა კი კარაკასში 35 ტონამდე ტვირთი ჩაიტანა, თუმცა, არსებულ საფრენ აპარატს 120 ტონა ტვირთის ტრანსპორტირება შეუძლია. სამხედროებს შორის იმყოფება რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ-პოლკოვნიკი ვასილი ტონკოშკუროვი.

აეროპორტში რუსებს ვენესუელის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელი, ვიცე-ადმირალი მარიანი მატა, ეროვნული გვარდიის წარმომადგენელი ედგარ კოლინა რეისი და რუსი დიპლომატები დახვდნენ.

ამასთან, გუშინ Associated Press-მა ადგილობრივი ხელისუფლების წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროები ვენესუელაში ადგილობრივ შეიარაღებულ ძალებში არსებული სამხედრო ტექნიკის შესასწავლად ჩავიდნენ.

Новая газета-ს ცნობით, არსებობს ასეთი ვერსიაც, რომელიც სოციალურ ქსელებში ვრცელდება. ვენესუელაში ვითარების დაძაბვის შემთხვევაში, ისინი მადუროსა და რუსეთის საელჩოს წარმომადგენლობის უსაფრთხო ევაკუაციას უზრუნველყოფენ. გამოცემა იხსენებს 2012 წლის შემთხვევას, როდესაც ლიბიის ქალაქ ბენღაზში აშშ-ს ელჩი მოკლეს.

გამოცემის ვერსიით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთს რაიმე სახის სპეცოპერაცია ექნებოდა დაგეგმილი, სამხედროებს კარაკასში დემონსტრაციულად არ ჩაიყვანდა, მით უფრო, აეროპორტში ოფიციალურ პირებს არ დაახვედრებდნენ. ამასთან, ჩაფრენა დაიგეგმებოდა ღამით, ისე, რომ ყველაფერი შეუმჩნეველი ყოფილიყო. კვალის ასაბნევად, იმავდროულად კიდევ ორი-სამი თვითმფრინავიც იქნებოდა, ვითომ ჰუმანიტარული მისიით.

"ტექნიკის შესწავლა" ასევე ანეგდოტია, რადგან ვენესუელის არმიაში რუსებისთვის სიახლე არაფერია. რა უნდა შეისწავლონ იქ ჩვენმა სპეციალისტებმა, Т-72Б1-ს მოდელის ტანკები? БТР 80А-ს ჯავშანტრანსპორტიორები თუ 3М-ს "ბეემპები"? ლათინოამერიკელები ყველაზე კარგად ერკვევინ ჯავშანტექნიკაში, რომელიც უკვე დიდი ხანია ვენესუელის არმიაში გამოიყენება" - წერს გამოცემა.

რუსი ექსპერტების დასკვნით, ვენესუელაში გადასროლილი რუსი დესანტი “შესაძლებლობების დემონსტრირების” მაჩვენებელი უფროა.

"ყველაზე მეტად ამის მიზანია ამერიკას ანახოს, რომ რუსეთმა თავისი არჩევანი გააკეთა - ის მხარს უჭერს მადუროს და პოზიციის შეცვლას არ აპირებს. ვითარების გამწვავების შემთხვევაში კი, ვენესუელაში უფრო სერიოზულ სამხედრო კონტიგენტს გადაისვრის" - ვკითხულობთ Новая газета-ს სტატიაში.

პასუხად, აშშ-მ რუსეთი გააფრთხილა, ვენესუელას საქმეებში არ ჩაერიოს. BBC-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მაიკ პომპეომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ "ვაშინგტონი უკმაყოფილოა ვენესუელაში რუსეთის ქმედებებით".

სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რუსეთის ქმედებები ლათინური ამერიკის ამ ქვეყანაში არსებულ რთულ სიტუაციას, უფრო მეტად ამწვავებს. ამერიკის საგარეო უწყება რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს ვენესუელაში "არაკონსტრუქციული ქმედებები".

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე