მედიაში აშშ-ის მომაკვდავი ელჩის ფოტოები გავრცელდა

მედიაში აშშ-ის მომაკვდავი ელჩის ფოტოები გავრცელდა

ამერიკის შეერთებული შტატები ეჭვობს, რომ ლიბიაში მის საკონსულოზე თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი. BBC-ის ინფორმაციით, ოფიციალური პირების ვარაუდით, თავდამსხმელები პროფესიონალები უნდა ყოფილიყვნენ. არსებული ვერსიით, ლიბიის ქალაქ ბენღაზიში აშშ-ის საკონსულოზე თავდასხმის უკან შესაძლოა "ჯიჰადისტთა" დაჯგუფება იდგეს.

აღსანიშნავია, რომ აშშ-მა ლიბიის სანაპიროებთან უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ორი ხომალდი გაგზავნა. ბენღაზიში აშშ-ის საკონსულოზე თავდასხმა 11 სექტემბერს განხორციელდა. მას ოთხი ამერიკელი დიპლომატი, მათ შორის ლიბიაში ამერიკის ელჩი კრისტოფერ სტივენსი ემსხვერპლა.

მომაკვდავი ელჩის ფოტოები მსოფლიო მედიაში გავრცელდა. საელჩოზე თავდასხმის შემდეგ კრისტოფერ სტივენსი შენობიდან უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს. ამ მომენტის ამსახველი ფოტოები The New York Post-მა გამოაქვეყნა. არსებული ინფორმაციით, ელჩი შენობაში ხანძრის დროს მხუთავი აირით მოიწამლა, ხოლო შემდეგ საავადმყოფოში გარადიცვალა.

მომზადებულია The New York Post-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეორეპორტაჟები: ლიბიაში აშშ-ს ელჩი მოკლეს

ბენღაზის მორგში ამერიკის დაღუპული ელჩის ცხედარი გადაიღეს (+18)

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა