აშშ ცენტრალურ აზიაში დასამკვიდრებლად უზბეკეთის საზღვართან სამხედრო ბაზას აშენებს

აშშ ცენტრალურ აზიაში დასამკვიდრებლად უზბეკეთის საზღვართან სამხედრო ბაზას აშენებს

აშშ უზბეკეთის საზღვართან ახალი სამხედრო ბაზის მშენებლობას აპირებს. შედეგად უზბეკეთი ავღანეთისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვანი სატრანზიტო პუნქტი გახდება, - წერს "Независимая газета".

ამერიკის სპეცოპერაციათა კომპლექსი ავღანეთის ჩრდილოეთით, უზბეკეთ-ავღანეთის საზღვრამდე 56 კმ-ის დაშორებით შეიქმნება. ამ პროექტით იგეგმება ოპერატიული და ტაქტიკური ოპერაციების ცენტრების, საცხოვრებელი ნაგებობების, საწყობების, სავარჯიშო კომპლექსის, მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების ცენტრისა და ა.შ. აგება.

ბაზა ავღანეთის ოპერაციის მხარდაჭერაში განსაკუთრებულ როლს შეასრულებს, - განაცხადა გენერალმა დევიდ პეტრეუსმა, რომელიც ცოტა ხნის წინ ავღანეთში აშშ-ის საერთაშორისო ძალების მეთაურად დაინიშნა.  

გარდა ამისა, ცენტრალური აზიის ტერიტორიაზე პატარა პროექტებიც განხორციელდება. უზბეკეთში, თურქმენეთსა და ყირგიზეთში სასაზღვრო გამშვები პუნქტების მშენებლობა დაიწყება, - წერს Eurasianet.org.

რუსი ექსპერტი ალექსეი მალაშენკო მიიჩნევს, რომ ამერიკელთა აქტიურობა ავღანეთში გაჭიანურებული სამხედრო მოქმედებებით აიხსნება. მისი თქმით, აშშ-ს იქ კიდევ ბევრი ბაზის აგება დასჭირდება. ეს აქტუალური განსაკუთრებით ყირგიზეთის მოვლენების შემდეგ გახდა, რამაც აჩვენა, რომ ამერიკული ბაზის ”მანასის” პოზიციები არასაკმარისად მყარია.

გასულ კვირას ვაშინგტონში გაიმართა აშშ-უზბეკეთის ბიზნეს-ფორუმი, სადაც გამოითქვა სურვილი ”ნავოის” თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ინვესტიციების თაობაზე. ”ნავოი” ავღანეთში ტვირთების გადასაზიდად მთავარი სატრანზიტო პუნქტია.

გამორიცხული არაა, პროექტი სულ მალე ტრანსკონტინენტალურ სატრანსპორტო-ექპედიციურ ავიაკვანძად იქცეს, რომელიც შორეულ აღმოსავლეთს, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას, სამხრეთ აზიასა და ევროპას ერთმანეთთან დააკავშირებს.

აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში უზბეკეთის განსაკუთრებულ როლზე ამ ქვეყანაში ახალი ელჩის დანიშვნაც მიანიშნებს. პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამ თანამდებობაზე ჯორჯ კროლის კანდიდატურის წარდგენას აპირებს, რომელიც ამჟამად სამხრეთ და ცენტრალური აზიის საკითხში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოსტს იკავებს, - იუწყება სააგენტო Regnum.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე