ავტორი:

"რატომ არ მოგილოცათ პუტინმა პრეზიდენტად არჩევა? არ მოწონხართ?" - რა უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა "შპიგელის" ჟურნალისტის კითხვას

"რატომ არ მოგილოცათ პუტინმა პრეზიდენტად არჩევა? არ მოწონხართ?" - რა უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა "შპიგელის" ჟურნალისტის კითხვას

კარგი ისაა, რომ რუსეთმა ვერ შეძლო, რომ საქართველოს ერთი სანტიმეტრითაც კი გადაეხვია თავისი ნატოსკენ და ევროპისკენ მიმავალი კურსიდან. ეს კი რუსეთის ყველა ნაბიჯის ერთადერთ მიზანს წარმოადგენდა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "შპიგელთან" ინტერვიუსას განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ მიულოცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევა:“რატომ? არ მოწონხართ? - სალომე ზურაბიშვილი პასუხობს: "არა მგონია. უბრალოდ დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს".

"კარგი ისაა, რომ რუსეთმა ვერ შეძლო, რომ საქართველოს ერთი სანტიმეტრითაც კი გადაეხვია თავისი ნატოსკენ და ევროპისკენ მიმავალი კურსიდან. ეს კი რუსეთის ყველა ნაბიჯის ერთადერთ მიზანს წარმოადგენდა. 2008 წლის ომი, რუსეთის ბაზების შექმნა, აფხაზეთში რუსიფიცირება, საოკუპაციო საზღვრების თანდათანობით გადაწევა - ამ ყველაფერმა ვერ შეძლო ჩვენი განზრახვის შეცვლა. ცუდი კი ისაა, რომ მდგომარეობა გაყინულია. ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი ვცადოთ, რომ [მდგომარეობა] არ გაუარესდეს. რუსეთს არ შეუძლია საქართველოს შეცვლა და საქართველოს არ შეუძლია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდგომარეობის შეცვლა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ინტერვიუს თარგმანს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ