ავტორი:

რეპერი "კაბუ" საფრანგეთის ციხიდან გათავისუფლდა

რეპერი "კაბუ" საფრანგეთის ციხიდან გათავისუფლდა

საფრანგეთში ქურდობის ბრალდებით დაკავებული ქართველი მსახიობი კახა აბუაშვილი, იგივე "კაბუ" პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაცია Ambebi.ge-ს მსახიობის დედამ დაუდასტურა.

"ცოტა ხნის წინ დამირეკა მისმა მეგობარმა და ეს ამბავი გვაცნობა. ძალიან გახარებულები ვართ, ჯერ მასთან არ მისაუბრია", - აღნიშნავს ჩვენთან საუბარში კახა აბუაშვილის დედა ცირა ნავროზაშვილი.

შეგახსენებთ, "კაბუ" ქურდობის ბრალდებით საფრანგეთში 18 აპრილს დააკავეს. მაშინ სპეცოპერაცია ევროპის ორ ქვეყანაში ჩატარდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის იყვნენ 4 ქართველი ე.წ. "კანონიერი ქურდი", მათ შორის ლაშა შუშანაშვილი. ამასთან, დაკავებულები იყვნენ სხვადასხვა სიმძიმის დანაშაულში ბრალდებული საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის - კახა აბუაშვილი. იგი სასჯელს საფრანგეთის ციხეში იხდიდა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს