ავტორი:

კონსერვატორიაში კლასიკური მუსიკის მე-12 ეროვნული კონკურსი „მომავლის ვარსკვლავები“ გაიმართა

კონსერვატორიაში კლასიკური მუსიკის მე-12 ეროვნული კონკურსი „მომავლის ვარსკვლავები“ გაიმართა

კლასიკური მუსიკის მე-12 ეროვნული კონკურს - ფესტივალი “მომავლის ვარსკვლავები” 2 აპრილს მარათონის ფორმატში, სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდა კლასიკური მუსიკის მე-12 ეროვნული კონკურს-ფესტივალის “მომავლის ვარსკვლავების” საზეიმო დასკვნითი გალა-კონცერტი და ნომინანტთა დაჯილდოების ცერემონია.

აპრილის ბოლოს დაგეგმილია კონცერტი თბილისში, სამედიცინო უნივერსიტეტის დიდ დარბაზში, წარმატებული სკოლების შემოქმედებითი კოლექტივებისთვის.

გალა-კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ასამდე ქალაქის სამუსიკო და სახელოვნებო სკოლის და სასწავლებლის განსაკუთრებით წარმატებული ნორჩი ნიჭიერი მუსიკოსები, რომელთაც შესარჩევ ტურებზე ცნობილი მუსიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურეს.

ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ პროფესორები: ნინო ქათამაძე, მერი ჟვანია, ქეთევან თუშმალიშვილი, კომპოზიტორები: ნუნუ გაბუნია, რუსუდან ხორავა, ფოლკლორისტი, პროფესორი მაია მიქაბერიძე და ხელოვანთა კავშირის თავმჯდომარე მუსიკოსი ნინო კუპატაძე.

40-მდე ნომინანტს და პრიზიორს ხელოვანთა კავშირისგან გადაეცათ ფულადი პრემიები, ერთწლიანი სტიპენდიები, “ბარამბოს” ტკბილეული და HAPPY FLOWER-ის თაიგულები. პრიზიორთა შორის საუკეთესოები მაისსა და ივლისში გაემგზავრებიან ხელოვანთა კავშირის საერთაშორისო კონკურსებზე ესპანეთსა და იტალიაში, დეკემბერში მონაწილეობას მიიღებენ აზერბაიჯანში კამერულ ორკესტრთან ერთად დაგეგმილ კონკურსში, ხოლო ნოემბერში ბათუმში სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დაუკრავენ ბახის მუსიკის ფესტივალზე.

ჟიურის რჩეულ ლაურეატებს ჩაუტარდებათ მასტერ-კლასები სპეციალობების მიხედვით. კავშირი უკვე მე-12 წელია ახორციელებს კლასიკური მუსიკის მასშტაბურ კონკურსებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ და ზრუნავს ნიჭიერი ნორჩი მუსიკოსების საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანაზე, მათ პროფესიულ განვითარებასა და სამომავლო პერსპექტივებზე, პატრონაჟი აქვს აღებული სოციალურად დაუცველ ვირტუოზ მუსიკოსებზე, ჰყავს სტიპენდიანტები და მეთოდურ დახმარებას უწევს დამწყებ პედაგოგებს სახელოვნებო ქსელში.

კლასიკური მუსიკის კონკურსს და “ხელოვანთა კავშირს” ხელმძღვანელობს მუსიკოსი, პიანისტი ნინო კუპატაძე.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება