ავტორი:

ქალმა 2 წლის წინ გარდაცვლილი მეუღლისგან შვილი გააჩინა - "ტრაგედიის შემდეგ კლინიკაში მამამთილი მოვიდა და გვითხრა, თქვენ ხართ ჩვენი ბოლო იმედიო"

ქალმა 2 წლის წინ გარდაცვლილი მეუღლისგან შვილი გააჩინა - "ტრაგედიის შემდეგ კლინიკაში მამამთილი მოვიდა და გვითხრა, თქვენ ხართ ჩვენი ბოლო იმედიო"

ზუგდიდელმა ქალმა ორი წლის წინ გარდაცვლილი მეუღლისგან შვილი რამდენიმე დღის წინ გააჩინა. ახალშობილი გოგოა და ის ხელოვნური განაყოფიერების შედეგად თბილისში, სამშობიარო სახლ "ჰერაში" დაიბადა.

როგორც Ambebi.ge-ს კლინიკა "კარაპს მედლაინის" ინ-ვიტრო მიმართულების ხელმძღვანელი მანანა ქოჩიაშვილი უყვება, უშვილო წყვილმა დახმარებისთვის კლინიკას ორი წლის წინ მიმართა.

კლინიკაში ხელოვნური განაყოფიერებისთვის შესაბამისი პროცედურები დაიწყს, თუმცა ცოლ-ქმარი საბოლოოდ საავადმყოფოში არ გამოცხადდა, რისი მიზეზიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქმრის გარდაცვალება გახდა. ექიმი იხსენებს, რომ მომხდარის შესახებ მათ გარდაცვლილის მამამ მოუყვა და დახმარება სთხოვა. მან ექიმებს უთხრა, რომ ოჯახის ერთადერთი იმედი შენახული ემბრიონები იყო.

"დაახლოებით, 2 წლისა და 6 თვის წინ უშვილო ოჯახმა მოგვმართა. ჩვენ ავუხსენით, რომ "ინ-ვიტრო" განაყოფიერებით მათ დახმარებას შევძლებდით. შესაბამისი პროცედურებით 2 ემბრიონი მივიღეთ, სულ სამი პროცედურა იყო გათვალისწინებული, მაგრამ ბოლო პროცედურაზე წყვილი არ გამოცხადდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენთან მოვიდა ბიჭის მამა და ამ ტრაგედიის შესახებ მოგვიყვა. გვითხრა, რომ იცოდა იმ ბიოლოგიური მასალის შესახებ, რომელიც ჩვენთან კლინიკაში ინახებოდა და დახმარება გვთხოვა. გვითხრა, თქვენ ხართ ჩვენი იმედი და უნდა გვიშველოთო. რა თქმა უნდა, ძალიან ვინერვიულეთ, ეს არ იყო ადვილი, მითუმეტეს, ორი ემბრიონით. ჩვენ შევთავაზეთ, რომ სურვილის შემთხვევაში მზად ვიყავით ემბრიონები გადაგვეცა და სხვა კლინიკაშიც წაეღოთ, თუმცა, ოჯახმა ამაზე უარი განაცხადა და ჩვენ სრული ნდობა გამოგვიცხადეს", - უთხრა Ambebi.ge-ს მანანა ქოჩიაშვილმა.

ექიმებისთვის ეს განსაკუთრებული შემთხვევა და ასმაგად საპასუხისმგებლო საკითხი აღმოჩნდა.

"ჩვენთვის ყველა პაციენტი საპასუხისმგებლოა, თუმცა ეს განსაკუთრებული შემთხვევა იყო. გარდაცვლილი მამაკაცის გენები ორი ემბრიონით უნდა გაგრძელებულიყო. ეს ძალიან რთული იყო. მეუღლის გარდაცვალებიდან ერთი წელი იყო გასული, სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებოდა თვითონ პაციენტიც. ეს რომ გააკეთო, აუცილებლად შესაბამისი განწყობაც უნდა გქონდეს. ერთი წლის შემდეგ ჩამოვიდა ჩვენთან და თქვა, რომ ფსიქოლოგიურად მზად იყო, გადაეტანა ეს ყველაფერი. ამის შემდეგ ემბრიონების გადასატანად ზრუნვა დავიწყეთ. პაციენტი ძალიან კარგად მოვამზადეთ, გავითვალისწინეთ ძალიან ბევრი ნიუანსი, ყველა ანალიზი, ყველა დეტალი. ვუთხარი ყველა რისკის შესახებ, მაგრამ ის ამისთვისაც ფსიქოლოგიურად მზად იყო. მეუბნებოდა, მინდა, მთელი ცხოვრება ვიცოდე, რომ გადავიტანე ყველაფერი, გავაკეთე ყველაფერი იმისთვის, რომ ჩემი ქმრის შვილი მყოლოდა, მაგრამ თუ არ გამომივა, ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი იყო ღვთის ნება და ასე უნდა მომხდარიყოო. ჩემი დამსახურებაა, რომ პაციენტი კარგად მოვამზადე, ლომის წილი მიუძღვის ჩვენს ემბრიოლოგს, მის გამოცდილებას და ოქროს ხელებს. პარალელურად ჩართული იყო ენდოკრინოლოგი და ეს ყველაფერი მოხდა ერთობლივად... რაც მთავარია, ეს იყო ღვთის ნება", - ამბობს ექიმი.

ჩვენთის ამ ამბის მოყოლა მისთვის განსაკუთრებით ემოციური აღმოჩდა. ამბობს, რომ მისმა პაციენტმა გმირობისა და სიყვარულის მაგალითი აჩვენა.

"ჩემს თავლში ის გმირი იყო. მე თვითონ ოთხი შვილის დედა ვარ. საკუთარ თავზე არ მინერვიულია, ისე როგორც - ამ შემთხვევაზე. როდესაც ემბრიონი გადამქონდა მთელი გულით მინდოდა ის დედა გამხდარიყო. ეს იყო ჩვენთვის წარმატება, მაგრამ ქალს რომ ჰყავს მისი საყვარელი ადამიანის შვილი, არ ვიცი ამას ემოციურად რა დავარქვა. ეს ყველაფერი იყო ღვთის ნება", -თქვა ექიმმა.

გმირი დედა ახაშობილთან ერთად ზუგდიდში ცხოვრობს, ისინი თავს კარგად გრძნობენ.

მთავარ ფოტოზე: ექიმი მანანა ქოჩიაშვილი ახალშობილთან ერთად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ