ავტორი:

ბათუმში სტალინური სიების თანახმად დახვრეტილთა სამარხი აღმოაჩინეს - "150-მდე ნეშტი უწესრიგოდ არის დამარხული"

ბათუმში სტალინური სიების თანახმად დახვრეტილთა სამარხი აღმოაჩინეს - "150-მდე ნეშტი უწესრიგოდ არის დამარხული"

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩის 338 ნომერში აღმოაჩინეს 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა სამარხი. იგი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ გათხრების შედეგად იპოვა. მათი ინფორმაციით, ოთხ სამაროვანში 150-მდე ნეშტი უწესრიგოდ არის დამარხული. ეპარქიის ინფორმაციით, რეპრესირებულთა ნეშთს 21 აპრილს პატივისცემით დაკრძალავენ.

"საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განკარგულების თანახმად, ფრიდონ ხალვაშის ქ. #338-ში მდებარე საბანკო შეკრების ბაზა #3-ის გარკვეული ტერიტორია დროებით სარგებლობაში გადმოცემული იყო საქართველოს საპატრიარქოზე. აღნიშნულ ტერიტორიაზე აღმოჩენილი იქნა 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს სტალინური სიების თანახმად დახვრეტილ მოქალაქეთა 4 სამარხოვანი, რომელშიც 150-მდე ადამიანის ნეშტი იყო უწესრიგოდ და უპატიოდ განთავსებული. შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით მოხდა ეპარქიის მიერ მათი ამოსვენება.

21 აპრილს, 15:00 საათზე, ბათუმის #3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მოხდება მათი პატივით დაკრძალვა", - ნათქვამია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განცხადებაში.

1937-1938 წლებში ბათუმში დახვრეტილ პირთა სია ნახეთ ლინკზე

ისტორიკოს რამაზ სურმანიძის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ადამიანები ნამდვილად მიჰყავდათ დასახვრეტად.

„რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ ამის კვლევა. უშუალოდ მძღოლისგან მაქვს მოსმენილი, რომ სატვირთო ავტომანქანით გადაჰყავდათ მასობრივად დახოცილები. იყო კიდევ ორი ადგილი სალიბაურსა და ადლიაში, სადაც საერთო სამარხებია.

უშუალოდ მე დავუკავშირდი ეპარქიას, მეუფე დიმიტრის და ერთობლივად მოვიძიეთ ადგილი. დამატებითი კვლევები არ ჩატარებულა, მაგრამ საკმარისი ისტორიული წყაროები მოვიძიეთ იმისთვის, რომ დავრწმუნებულიყავით, რასთან გვქონდა საქმე“ - განაცხადა რამაზ სურმანიძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ