ავტორი:

როგორ იხსენებს იტალიელი მსაჯი საქართველოში გატარებულ წლებს - "ყველაზე მეტად ის გამიკვირდა, რომ ყველას შავი ფერი ეცვა"

როგორ იხსენებს იტალიელი მსაჯი საქართველოში გატარებულ წლებს - "ყველაზე მეტად ის გამიკვირდა, რომ ყველას შავი ფერი ეცვა"

პეზარო, მარკეს რეგიონში მდებარე ქალაქია, რომელიც მუსიკისადმი სიყვარულით, საველოსიპედო ბილიკებით, ზღვით და სპორტით გამოირჩევა. სწორედ პეზაროში sportall.ge-ს ჟურნალისტი სან-მარინოს სახელით წარდგენილ საერთაშორისო კატეგორიის არბიტრს გაი კრისტიან რუელეს შეხვდა. იგი ჯერ კიდევ ბნელ 90-იანებში საქართველოში გამართულ ძიუდოს ტურნირზე მსაჯობდა:

"წარმოშობით ბელგიელი ვარ. თუმცა დავიბადე იტალიაში. ბავშვობიდან გატაცებული ვიყავი სპორტის ამ სახეობით. მოპოვებული მაქვს შავი ქამარი V დანი. მოხდა ისე, რომ შემდეგ მსაჯობა დავიწყე. 1999 წელს ქალაქ მინსკში მომენიჭა კონტინენტის არბიტრის წოდება, ხოლო 2010 წელს მსოფლიო დონის არბიტრის სტატუსიც მოვიპოვე. 1999 წლიდან მოყოლებული ვიმსაჯე ევროპის 17 ჩემპიონატი, 26 მსოფლიო ჩემპიონატი, უნივერსიადა, სამხედროთა მსოფლიო ჩემპიონატი და ასევე მონაწილეობა მაქვს მიღებული ევროპის ძიუდოს კავშირის მიერ ორგანიზებულ 8 სემინარში. 2017 წელს კი იტალიის ოლიმპიურმა კომიტეტმა დამსახურებულ არბიტრის პრემიით Palme Al Merito Tecnico (judo) დამაჯილდოვა. ბევრს ვმოგზაურობ. ქართველ ძიუდოისტებს ხშირად სხვადასხვა ტურნირებზეც ვხვდებოდი და მათი გამოსვლებიც მიმსაჯია. სახლში რუკაც მაქვს. ყველა ქვეყანა, სადაც კი მსაჯად მიწვეული ვიყავი, მონიშნული მაქვს. მათ შორის თქვენი საქართველოც არის და ამით ვამაყობ".

ქართული გენი ძიუდოში

ძიუდო სუფთა სპორტია. შესაბამისად ფეხში შესვლა კატეგორიულად იქნა ამოღებელი. "ქართველები ძლიერები დარჩნენ, თავისთავად. მეტი ბრძოლის და სანახაობის მიზნით აუცილებელი გახდა წესების დახვეწაც. მაყურებელიც სირთულეს ხედავდა ამ მხრივ. წესები ბევრი იყო და ნაკლებ გასაგები. ახლა დარჩა იპონი და ვაზარი. მანამდე კიდევ იყო სხვა ტექნიკური ტერმინები, რომელიც ამ მხრივაც გამარტივდა.

იპონით გამარჯვებისთვის საკმარისია სიძლიერე, სისწრაფე და სიტუაციის კონტროლი. თავის მხრივ ვაზარი კი შედარებით დაბალი საფეხურია. როცა ამ სამი კომპონენტიდან თუნდაც ერთი დააკლდება ილეთი ვაზარით ფასდება. თუმცა თუ ორ ვაზარს კონკრეტულ დროში მოიპოვებ ეს უკვე იპონის ტოლფასი ხდება.

ქართველებმა თავიდან თავიანთი მაქსიმუმი წარმოაჩინეს. დასაშვები იყო ფეხში შესვლა და ისინიც ამ თავიანთ შესაძლებლობებს იყენებდნენ. წესდება არ შეცლილა მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველებისგან თავის დაცვა სურდათ. რადგან ისინი ამ კომპონენტში ძლიერები იყვნენ, მათგანვე თავდაცვის მიზნით სხვებმაც დაიწყეს იმავე ტექნიკის ათვისება, რომ მეტოქეს გამკლავებოდნენ და ასე მასიური გახდებოდა ფეხში შესვლაც". .

გაი კრისტიან რუელე მარცხნიდან პირველი

ძაძებში შემოსილი საქართველო...

გაიმ წლების წინ საქართველოშიც იმსაჯა, ტურნირზე რომლის დეტალები კარგად აღარ ახსოვს, თუმცა მის მეხსიერებას რამდენიმე ეპიზოდი შემორჩა.

"ათ წელზე მეტი გავიდა, რაც საქართველოში ვიყავი. მახსოვს რომ ძალიან კარგად დაგვხვდნენ. თბილისის სპორტის სასახლე გულშემატკივრებით გადავსებული იყო. მახსოვს რომ სასტუმრო, სადაც მოგვათავსეს მომსახურების უმაღლესი ხარისხი იყო. ქართული ღვინო ცალკე თემაა. ასევე საინტერესო იყო ეპიზოდი ტაქსთან დაკავშირებით. იმ პერიოდში ტაქსები ძველი მანქანებით მოძრაობდნენ. მე და ერთი იტალიელი არბიტრი ერთხელ, როდესაც ტაქსით მივდიოდით, ტაქსისტმა მოედანზე წრე დაარტყა და უცებ ჩემს მხარეს კარი გაიღო. ჩემს გვერდით მყოფმა მსაჯმა ხელით დამაკავა, რომ მანქანიდან არ გადავარდნილიყავი.

ქართული სუფრა, ეს უკვე სხვა ფენომენია. სმაში თქვენთან შეჯიბრი შეუძლებელია. ამიტომ ვცდილობდი ყოველი სადღეგრძელოს შემდეგ სასმელი მომეპარა და არ დამელია. ძალიან ბევრს სვავთ. ყველაზე მეტად რამაც გამიკვირდა ის იყო, რომ ყველას შავი ფერი ეცვა. შედეგად კი სპორტული სანახაობა უფრო სამგლოვიარო ელფერში იყო, მიუხედავად იმისა რომ საზეიმო განწყობა სუფევდა. ხშირად შუქიც კი მიდიოდა. დომინირებდა შავი ტანსაცმელი და ყველაფერი ნაცრისფერი იყო. ეს იყო სანახაობა, რომელიც მწუხარებას გვრიდა. იყო ზეიმი და სიხარული, მაგრამ ყველაფერი შავი იყო"... წაიკითხეთ სრულად sportall.ge-ზე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ