ავტორი:

"ქართული ფოლკლორი და საგალობლები ყველა დასახლებულ პუნქტში უნდა ისწავლებოდეს," - რა გეგმა აქვს პრემიერს

"ქართული ფოლკლორი და საგალობლები ყველა დასახლებულ პუნქტში უნდა ისწავლებოდეს," - რა გეგმა აქვს პრემიერს

ჩვენი სურვილი და მოწოდებაა, რომ საქართველოში ყველა დასახლებულ პუნქტში ისწავლებოდეს ქართული ფოლკლორი და უნიკალური საგალობლები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეროვნულ მუზეუმში უნიკალური ქართული საგალობლების სანოტო ნიშნების კვლევის შედეგებისა და უნიკალური მიგნებების პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ქართული საგალობლები მსოფლიო ისტორიაში უნიკალური მოვლენაა.

"ეს არის ჩვენი საგანძური, რომელსაც განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება.

ჩვენ აქტიურად ვცდილობთ და სახელმწიფო პროგრამაც დავიწყეთ, რომლის მიხედვითაც, ჩვენი სურვილი და მოწოდებაა ის, რომ საქართველოში ყველა დასახლებულ პუნქტში ისწავლებოდეს ქართული ფოლკლორი და მათ შორის, ჩვენი უნიკალური საგალობლები. რამდენიმე დღის წინ ასევე უნიკალური მოვლენა იყო, როდესაც ქართული საგალობლების რვატომეული გამოიცა. თუმცა, ეს არის პირველი ნაბიჯები. ეს საგანძური იმდენად დიდია, რომ კიდევ წლებია სამუშაო იმისთვის, რომ სრულად დავრწმუნდეთ გვაქვს გამოცემული ყველა ქართული საგალობელი",- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ