ავტორი:

ქუთაისში იპოვეს გოგონა, რომელსაც ოჯახი და მეგობრები 6 საათის განმავლობაში ეძებდნენ

ქუთაისში იპოვეს გოგონა, რომელსაც ოჯახი და მეგობრები 6 საათის განმავლობაში ეძებდნენ

ქუთაისში იპოვეს 20 წლამდე ასაკის გოგონა, რომელსაც ოჯახი და მეგობრები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ მას შემდეგ, რაც "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოსამშვიდობებელი პოსტი დაწერა და გაუჩინარდა.

ეთო ონიანის პოვნის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მეგობრებმა გაავრცელეს. ახალგაზრდა უვნებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც გოგონას ახლობლები წერენ, ონიანი დღეს, დაახლოებით 12:00 საათის შემდეგ არავის უნახავს. მან სახლიდან გასვლისას მამას უთხრა, რომ უნივერსიტეტში მიდიოდა, თუმცა მას შემდეგ არ გამოჩენილა.

ახალგაზრდა გოგონამ ვრცელი პოსტი "ფეისბუქის" პირად გვერდზე დღის პირველ საათზე დაწერა. მასში ოჯახს, მეგობრებს და ახლობლებს მიმართავდა, ემშვიდობებოდა და პატიებას სთხოვდა. მიმართვის შინაარსმა მეგობრები შეაშინა, ისინი ფიქრობდნენ, რომ გოგონა თვითმკვლელობას აპირებდა, ამიტომ სასწრაფოდ დაიწყეს ძებნა და ყველა გზით ცდილობდნენ ხმა მიეწვდინათ მისთვის. ამჟამად გამოსამშვიდობებელი პოსტი გოგონას "ფეისბუქის" გვერდზე აღარ დევს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ