ავტორი:

ცეცხლში გახვეული პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი - ემოციური ფოტოები საფრანგეთიდან

ცეცხლში გახვეული პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი - ემოციური ფოტოები საფრანგეთიდან

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ხანძარი შესაძლოა, სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდებოდეს. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ტაძრის ზემო ნაწილში გაჩნდა, სადაც სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. თუმცა, ამ ეტაპზე ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ დაზუსტებული არ არის. ხანძრის შედეგად ტაძრის შპილი ჩამოინგრა.

ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. ქალაქის მერია მოსახლეობასა და ტურისტებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ნოტრ-დამის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილეისგან. პარიზის პროკურატურამ ნოტრ-დამში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო. პროკურატურის განცხადებით, გამოძიებამ ხანძრის გაჩენის მიზეზები უნდა დაადგინოს. საფრანგეთის შს სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ არის დაშავებული.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე