ავტორი:

"ჯუდ ლოუ იუმორით გამოირჩევა... მალკოვიჩმა მითხრა, რომ საქართველოთი მოხიბლულია" - როგორ მოხვდა ქართველი მწვრთნელი "ახალგაზრდა პაპში"

"ჯუდ ლოუ იუმორით გამოირჩევა... მალკოვიჩმა მითხრა, რომ საქართველოთი მოხიბლულია" - როგორ მოხვდა ქართველი მწვრთნელი "ახალგაზრდა პაპში"

37 წლის ზურა მჭედლიძის ისტორია, შეიძლება ითქვას, კინოს ჰგავს. ფეხბურთელობაზე მეოცნებე ბიჭმა, ტრავმის გამო მწვრთნელთა რიგებში გადაინაცვლა და ახალი თაობის აღზრდას მიჰყო ხელი, წლების შემდეგ კი საქართველოდან წავიდა და დღეს იტალიაში საფეხბურთო სკოლა "ლა სალეს" მწვრთნელთა შორისაა.

თუმცა, მისით ჩვენი დაინტერესება ზურას კიდევ ერთმა, ძალიან საინტერესო საქმიანობამ გამოიწვია - 37 წლის ქართველი მწვრთნელი ცოტა ხნის წინ გახმაურებულ სერიალში "ახალგაზრდა პაპი" გამოჩნდა. ფრანგულ-იტალიურ-ესპანური სატელევიზიო დრამა 2016 წელს გამოვიდა ეკრანებზე და მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო - ვატიკანის ინტრიგებით სავსე სამყარო და პაპი პიუს XIII, რომლის როლსაც სუპერვარსკვლავი ჯუდ ლოუ ასრულებს...

სწორედ ჯუდ ლოუს გმირის დაცვის როლში მოგვევლინა ზურა მჭედლიძე, ახლა კი სერიალის ახალი სეზონის რამდენიმე სცენაშიც ვიხილავთ...

ახალგაზრდა ქართველმა მწვრთნელმა მისი ცხოვრებისა და კარიერის შესახებ Sportall.ge-ს უამბო:

Sei stato bravo (კარგი ხარ) - როცა პაოლო სორენტინო გაქებს მოდი და ნუ იამაყებ! ნაპოლეტანელი რეჟისორი, რომელსაც 2013 წელს ფილმმა - la grande bellezza, საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში ოსკარი მოუტანა, ქართველ მწვრთნელს სამსახიობო ოსტატობას უქებს. ამჯერად კი მოქმედება სერიალ "ახალგაზრდა პაპის" გადასაღებ მოედანზე ხდება.

"ვილა ფლამინიოზე ჩვეულებრისამებრ ვარჯიშისთვის ვემზადებოდით, როდესაც ნებართვა მთხოვეს ჩემთვის ფოტო გადაეღოთ" - იხსენებს ზურა sportall.ge-თან საუბარში - "მეც დავთანხმდი. შემდეგ მითხრეს, რომ პაოლო სორენტინოს ჩაუვლია, ჩემით დაინტერესებულა და მას უთხოვია ჩემთვის ფოტო გადაეღოთ.

თავდაპირველად ეპიზოდური როლი მხვდა ფილმში "ისინი". ამჯერად კი "ახალგაზრდა პაპის" მეორე სეზონში კვლავ დამიძახეს და კონტრაქტი 4 სცენაში მონაწილეობის მიღებაზე გაფორმდა.

პაპის დაცვის უფროსის როლში, სამსახიობო გამოუცდელობის მიუხედავად, საკმად დამაჯერებელი ვიყავი. სორენტინომ კომპლიმენტი მითხრა. გადასაღებ მოედანზე იყვნენ ასევე ჯუდ ლოუ, რომელიც გასაოცარი იუმორით გამოირჩევა. მისი ხუმრობებისგან გამოწვეული ხმაურის გამო, ხშირად რეჟისორი ჩვენს დაწყნარებას ცდილობდა.

მეორე სეზონში პაპის როლს უკვე ჯონ მალკოვიჩი ირგებს, რომელიც თავის მხრივ დინჯია. საუბარში მითხრა, რომ საქართველოთი ძალიან არის მოხიბლული წაიკითხეთ ვრცლად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება