ავტორი:

მილიარდ ლარზე მეტი ერთ წელიწადში - რა თანხას დებენ ქართულ ტოტალიზატორებში

მილიარდ ლარზე მეტი ერთ წელიწადში - რა თანხას დებენ ქართულ ტოტალიზატორებში

საქართველოში აზარტული თამაშებისადმი ინტერესი და შესაბამისად, დადებული ფსონების მოცულობა ყოველწლიურად იზრდება. მართალია, ზუსტი სტატისტიკა იმისა, თუ რამდენი ადამიანი „თამაშობს“, უცნობია, თუმცა ცნობილია მათ მიერ დადებული ფსონების მოცულობა. 2018 წელს ტოტალიზატორებში 232,1 მლნ ლარით, დაახლოებით 22%-ით მეტი ფსონი დაიდო, ვიდრე 2017 წელს.

უფრო კონკრეტულად, ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირის მიერ საქმიანობის ამ ნაწილში 2018 წელს მიღებული ფსონების ჯამმა 1 294 633 461 ლარი შეადგინა, 2017 წელს კი - 1 062 533 252 ლარი. ანუ გამოდის, რომ შარშან საქართველოს მოქალაქეებმა ტოტალიზატორებში 232 100 209 ლარით მეტი თანხა „დადეს“, ვიდრე 2017-ში.

ცნობისათვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში პირისთვის საშემოსავლო/მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი აღნიშნული საქმიანობის ნაწილში არის ამ საქმიანობის მიხედვით ყოველი საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული ფსონების ჯამი, რომელიც იბეგრება 7%-იანი განაკვეთით. ამ შემთხვევაში პირი ვალდებულია არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით წარადგინოს დეკლარაცია და იმავე ვადაში გადაიხადოს შესაბამისი გადასახადი. იხილეთ ვრცლად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ