ავტორი:

ტყვია აქვეითებს სმენას, იწვევს ანემიას, მოქმედებს იმუნიტეტზე - მედიცინის დოქტორი საფრთხეზე, რომელზეც შესაძლოა, წარმოდგენა არ გაქვთ

ტყვია აქვეითებს სმენას, იწვევს ანემიას, მოქმედებს იმუნიტეტზე - მედიცინის დოქტორი საფრთხეზე, რომელზეც შესაძლოა, წარმოდგენა არ გაქვთ

როგორც მედიკოსები ამბობენ, ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილ ტყვიის შემცველობას ბევრი დაავადების გამოწვევა შეუძლია. ასე მაგალითად, შეუძლია, დააზიანოს დ.ნ.მ., ჩვენი უჯრედის მემბრანები. შეუძლია გამოიწვიოს ანემია. ჩაერიოს სხეულში ვიტამინ D-ს სინთეზირებაში, რაც, თავის მხრივ, რიგ პრობლემებს იწვევს. ის ასევე იწვევს რამდენიმე სხვადასხვა პრობლემას იმუნურ სისტემაში - ერევა ძვლებისა და კბილების მეტაბოლიზმში. სია უსასრულოდ გრძელდება.

საბოლოოდ, ტყვია რთულად მოსაშორებელი და გამოსადევნია ორგანიზმიდან. ტყვიის ნახევარდაშლის პერიოდი სხეულში საკმაოდ გრძელია - სჭირდება კვირები სისხლში, თვეები რბილ ქსოვილში და წლები ძვლებში.

როგორც მედიცინის დოქტორი, ოტორინოლარინგოლოგი ხათუნა ჩიტაძე ამბობს, ტყვია სმენის დაქვეითების მიზეზიც შეიძლება გახდეს.

ტყვია ნეიროტოქსიური კომპონენტია, რომელიც პირველ რიგში ნერვული ქსოვილის უჯრედებს აზიანებს. დღევანდელ გარემოში სამწუხაროდ, ადამიანები ტყვიის ჭარბი ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან, რომლის მიზეზიცაა:

  • ტყვიის შემცველი საღებავები, რომლითაც შეფერილია ჩვენი საცხოვრებელი თუ სამუშაო გარემო;
  • ინდუსტრიული ნარჩენებითა და ტყვიის შემცველი საწვავის გამონაბოლქვით დაბინძურებული ჰაერი;
  • ტყვიის შემცველი საკვები, რომელიც პირდაპირ პროპორციულ დამოკიდებულებაშია ტყვიით დაბინძურებული ნიადაგის არსებობასთან;
  • ბოლო პერიოდში არც თუ იშვიათად გვხვდება ტყვიის შემცველი საბავშვო სათამაშოებიც.

ტყვია განსაკუთრებით საშიშია ბავშვის ორგანიზმისათვის, როგორც მუცლად ყოფნის პერიოდში, ასევე დაბადების შემდეგ. ეს გლობალური პრობლემა განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ორსულებსა და ბავშვებს.

ბოლო პერიოდში სულ უფრო და უფრო მატულობს პაციენტთა რაოდენობა ნეიროსენსორული სმენის დაქვეითებით. აღნიშნულის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ გარემოში ტყვიის მაღალი კონცენტრაციაა. ტყვია კალციუმთან ერთად, ლაგდება ორგანიზმში და ორსულობის დროს სისხლის საშუალებით ნაყოფს გადაეცემა, სადაც ნერვული უჯრედების არასწორ განვითარებას იწვევს.

ნეიროსენსორული სმენის დაქვეითების მიზეზი შიგნითა ყურის კოხლეარული უჯრედების დაზიანება, ან დეფექტია. რაც შეიძლება განვითარდეს, როგორც დაბადებამდე მუცლად ყოფნის პერიოდში, ისე დაბადების შემდეგ. ირღვევა ნერვული იმპულსის წარმოქმნა და გადაცემა სმენის ნერვიდან ტვინის მიმართულებით. პროცესი სამწუხაროდ შეუქცევადია, უფრო მეტიც, მძიმე შედეგების მომტანიც, ვინაიდან სმენის დაქვეითებას თან ახლავს მეტყველების დარღვევის პრობლემებიც.

როგორ ვებრძოლოთ აღნიშნულ პრობლემას?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გაეროს გარემოს დაცვის ორგანიზაციასთან ერთად, იბრძვის, ამოიღოს ხმარებიდან ტყვიის შემცველი საღებავები და ამით შეამციროს ტყვიის კონცენტრაცია გარემოში. რაც ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ ღონისძიებაა 2019 წლისთვის.

ამ ეტაპისთვის ჩვენს ქვეყანაშიც სავალალო შედეგების თავიდან აცილების მიზნით, ასევე აუცილებელია აღნიშნული ღონისძიების გატარება და ხარისხის კონტროლი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი