ავტორი:

სისხლიანი აღდგომა შრი-ლანკაში - აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 180-მდე გაიზარდა (ფოტოები)

სისხლიანი აღდგომა შრი-ლანკაში - აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 180-მდე გაიზარდა (ფოტოები)

შრი-ლანკაში კიდევ ორი აფეთქება მოხდა, რამაც დღეს მომხდარი აფეთქებების რაოდენობა რვამდე გაზარდა. შეგახსენებთ, რომ დღეს შრი-ლანკაში 6 ლოკაციაზე, 3 სასტუმროში და 3 ეკლესიაში აფეთქებების შედეგად 180 ადამიანამდე დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 35 უცხოელია. 400-მდე ადამიანი დაშავებულია. ამ ეტაპზე არც ერთ ტერორისტულ და ექსტრემისტურ ორგანიზაციას არ აუღია პასუხისმგებლობა ამ ტერაქტებზე.

პოლიციაში აცხადებენ, რომ ორ ლოკაციაზე აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. ასევე, ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ დაღუპულებს შორის უცხოელები არიან.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რანილ ვიკრა მასინგხემ დაგმო ქვეყანაში მომხდარი ტერაქტები. ამ ეტაპზე ჯერ არც ერთ ტერორისტულ ან ექსტრემისტურ ორგანიზაციას პასუხისმგებლობა არ აუღია აღნიშნულ ტერაქტზე.

ცნობისთვის, კათოლიკური სამყარო დღეს აღდგომას აღნიშნავს. კათოლიკურ ტაძრებში საეკლესიო დღესასწაული გუშინდელი საღამოდან დაიწყო.

შრი-ლანკაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოში ინდოეთის რესპუბლიკაში და საქართველოს საპატიო საკონსულოში შრი-ლანკაში ცხელი ხაზი 24 საათიან რეჟიმში მოქმედებს.

"შრი ლანკაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოში ინდოეთის რესპუბლიკაში (აკრედიტებულია ტაილანდის სამეფოში, შრი-ლანკას დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში, მალდივის რესპუბლიკაში, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკასა და ნეპალის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში) და ასევე საქართველოს საპატიო საკონსულოში შრი ლანკაში 24 საათიან რეჟიმში მოქმედებს ცხელი ხაზი:

+919205488477; +918800550573; +9477794 6197

საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ასევე მოქმედებს 24 საათიანი ცხელი ხაზი: (+995 32) 294 50 50" - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე შრი-ლანკაში აფეთქებების შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში არ შესულა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"