ავტორი:

ბოლო ინფორმაცია პანკისიდან - სპეცრაზმმა ხეობა დატოვა, ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები

ბოლო ინფორმაცია პანკისიდან - სპეცრაზმმა ხეობა დატოვა, ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა პანკისის ხეობა დატოვეს, თუმცა ადგილზე კვლავ მობილიზებულები არიან სამართალდამცავები, რომლებიც ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად დარჩნენ.

ხეობიდან ამ დრომდე არ გაუყვანიათ შსს-ს ბალანზე მყოფი ავტომობილები, რომლებიც ადგილობრივებმა დაწვეს. ასევე დამწვარია ტრაქტორი, რომელიც ჰესის მშენებლობისთვის საჭირო სამუშაოებს მდინარის პირას აწარმოებდა.

სოფელ ბირკიანში ასევე დაიშალნენ პანკისის ხეობაში მცხოვრებთა ნაწილი, თუმცა ნაწილი კვლავ სოფლის ტერიტორიაზე რჩება. რაც შეეხება თავად ხეობას, სამართალდამცავთა მობილიზება შეინიშნება სოფელ დუისში პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა ხეობაში ამ ეტაპზე მძიმე ტექნიკით გადაადგილება არ განხორციელებულა.

დღეს მომხდარი რამდენიმე დაპირისპირების შედეგად დაშავებულია ჯამში 50-მდე ადამიანი, მათ შორის უმეტესობა სამართალდამცავია. სიტუაცია სოფელში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტერიტორიაზე შსს-ს მძიმე ტექნიკა და დამატებითი ეკიპაჟები შევიდნენ. ამის შემდგომ მოქალაქებმა პოლიციის მისამართით ქვების სროლა დაიწყეს. რამდენიმე უცნობმა პირმა, სავარაუდოდ, გამოიყენა მოლოტოვის კოქტეილი.

სამართალდამცველების მხრიდან კი ადგილი ჰქონდა ცრემსადენი გაზის გაშვებას და რეზინის ტყვიების გასროლას.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ