ავტორი:

"უამრავი ადამიანი იგივე "დანაშაულისთვის" გვიზის საპყრობილეში" - "გირჩი" ჯიბღაშვილის გათავისუფლებას ეხმაურება

"უამრავი ადამიანი იგივე "დანაშაულისთვის" გვიზის საპყრობილეში" - "გირჩი" ჯიბღაშვილის გათავისუფლებას ეხმაურება

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩი" ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ლევან ჯიბღაშვილის გათავისუფლებას განცხადებით ეხმაურება:

"გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა მსახიობი და ბიზნესმენი ლევამ ჯიბღაშვილი, რომელსაც ავტომანქანაში აღმოუჩინეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება, თუმცა არც ერთ ნიუსში, რომელიც ამ ფაქტთან დაკავშირებით მედიაში გავრცელდა არ იყო მიითებული, ზუსტად რა ნივთიერებები და რა ოდენობით იქნა აღმოჩენილი.

თუმცა ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაკავებისას ლევან ჯიბღაშვილი ხმამაღლა ითხოვდა დახმარებას კახა კალაძისგან.

დღეს პროკურატურამ ლევან ჯიბღაშვილისთვის აღკვეთის ღონისძებად 15 ათასი ლარის გირაო მოითხოვა. ხოლო სასამართლომ ჯიბღაშვილს აღკვეთის ღონისძიებად 10 000 ლარის გირაო შეუფარდა.

ჩვენ ვულოცავთ ბატონ ლევან ჯიბღაშვილს თავისფლებას და მისგან განსხვავებით, ვფიქრობთ რომ არც ერთი ადამიანი ნარკოტიკების ფლობის და მოხმარების გამო არ უნდა იჯდეს ციხეში, უფრო მეტიც სრულად ვეთანხმებით საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის ხაზს და ეს ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლების ნაწილი გვგონია.

შესაბამისად, იმედი გვაქვს რომ ბატონი ლევანი თავისუფლებაში დარჩება საქმის არსებითად გადაწყვეტის შემდეგაც.

ამავდროულად გვინდა, რომ ეს შემთხვევა სხვა ადამიანების გასათავისუფლებლადაც გამოვიყენოთ და გვაქვს შემდეგი კითხვები:

1. შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გვაინტერესებს რა ოდენობის და რა სახის ნარკოტიკული საშუალება იქნა ამოღებული?

2. პროკურატურისგან გვაინტერესებს იგივე ჯგუფის, იგივე ან ნაკლები ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობის გამო (260-ე მუხლი) ბრალდებული პირების წინააღმდეგ რამდენჯერ იყო მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში?

3. სასამართლოსგან გვაინტერესებს, იგივე ჯგუფის იგივე ან ნაკლები ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის, რამდენ პირს შეეფარდა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში?

4. სასამართლოსგან გვაინტერესებს, იგივე ან ნაკლები ოდენობის იგივე ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის რამდენ ადამიანს მიესაჯა ბოლო ერთი წლის განმავლობაში პატიმრობა?

5. სასჯელ აღსრულების სამინისტროსგან გვაინტერესებს რამდენი ადამიანი იხდის დღეს სასჯელს იგივე ჯგუფის, იგივე ან ნაკლები ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის?

ჩვენ ვთვლით რომ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა აუცილებელია, იმისთვის რომ გამოვრიცხოთ შერჩევითი სამართლიანობის საფუძვლიანი ეჭვი ამ საქმეში, მით უმეტეს არსებობს ინფორმაცია, რომ დაზარალებული დაკავებისას ითხოვდა დახმარებას მაღალი თანამდებობის პირისგან, ქალაქის მერისგან.

ჩვენ არ გვგონია პრობლემა ის, რომ ქალაქის მერი დახმარებოდა ბატონ ლევანს, თავისუფლების ყიდვაში, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არ გვგონია სამართლიანი ამ დანაშაულის გამო ადამიანის ტყვეობაში ყოფნა. თუმცა გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ უამრავი ადამიანი იგივე "დანაშაულის“ გამო დღესაც გვიზის საპყრობილეში.

ყველაზე უარესი რამ რაც შეიძლება დაემართოს მართლმსაჯულების სისტემას არის შერჩევითი სამართლიანობა, ამიტომ რაც დასაშვებია ბატონი ლევან ჯიბღაშვილის შემთხევაში, აუცილებლად უნდა გავრცელდეს სხვა ადამიანების შემთხვევებზეც, რომლებიც უსამართლოდ იტანჯებიან საპყრობილეში.

ვითხოვთ ზემოთთქმული უწყებებისგან, გვიპასუხონ დასმულ შეკითხვებზე და დაიწყონ პროცედურები, იგივე დანაშაულის გამო ციხეში მსხდომი ადამიანების გასათავისუფლებლად" - ნათქვამია გირჩის განცხადებაში.

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ მსახიობსა და ბიზნესმენ, ლევან ჯიბღაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა, პატიმრობის უზრუნველყოფით. სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ მისი 15 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა. შუამდგომლობას დაცვის მხარეც დაეთანხმა, თუმცა, გირაოს ოდენობა არ დაუკონკრეტებია და განმარტა, რომ თანხის ოდენობა სასამართლოს განესაზღვრა.

დაკავებულს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის პირველი და მესამე ა ქვეპუნქტებით, რაც 5 დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ