ავტორი:

"ახლოდან არც ისე ლამაზია," - შვედეთის ელჩი ბათუმში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს

"ახლოდან არც ისე ლამაზია," - შვედეთის ელჩი ბათუმში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს

შვედეთის ელჩი ბათუმში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. „ტვიტერზე“ ულრიკ ტიდესტრომმა „მოცეკვავე შადრევნების“ აუზის ორი ფოტო განათავსა, ერთი შორი რაკურსით, მეორე კი - ახლო ხედით არის გადაღებული.

„მოცეკვავე შადრევნების აუზი ბათუმში. შორიდან ლამაზია, ახლოდან კი - ნაკლებად მომხიბვლელი,“ - წერს ტიდესტრომი.

ტიდესტრომი აჭარაში სააღდგომო შვებულებას ოჯახთან ერთად ატარებს. რამდენიმე დღის წინ მან "ტვიტერზე" გააზიარა ფოტოები სახელწოდებით "მოგესალმებით მშვენიერი ბათუმიდან", სადაც ჩანს, როგორ ისვენებენ ელჩი და მისი მეუღლე შვილებთან ერთად.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ