ავტორი:

როგორი იქნება განახლებული Facebook-ი?

როგორი იქნება განახლებული Facebook-ი?

„პირადი სივრცე გვაძლევს საშუალებას ვიყოთ ისინი, ვინც სინამდვილეში ვართ“ - ასე მიმართა სოციალური ქსელის ხელმძღვანელმა მარკ ცუკერბერგმა პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას და მათ ახალი პროექტები წარუდგინა. საქმე ეხება იმ სიახლეებს, რომელიც Facebook-ზე, Instagram-სა და Whatsapp-ზე დაინერგება.

ახალი დიზაინები და სხვადასხვა ფუნქცია, სწორედ ეს არის პირდაპირი პასუხი იმ კრიტიკაზე, თუ როგორ დაიცავს მომხმარებლის უსაფრთხოებას სოციალური პლატფორმები.

მულტიმილიარდერმა დეველოპერებთან F8 შეხვედრაზე Facebook-ის ახალი დიზაინი წარადგინა. პირდაპირი ჩართვა ცუკერბერგის ოფიციალურ გვერდზე მიმდინარეობდა. ჩართვისას მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ ახალი დიზაინი დ ახალი შესაძლებლობები, მოგვცემს საშუალებას უფრო მარტივად ვიპოვოთ ერთმანეთი ვირტუალურ სამყაროში, შევიქმნათ უფრო უსაფრთხო პირადი სივრცე და უფრო კომფორტულად ვიგრძნოთ თავი. ახალი დიზაინი მან FB5-ის სახელით წარადგინა.

მარკის განცხადებით, შეიცვლება სოციალური ქსელის ლურჯი მენიუ (Header), სადაც საიტზე შესვლისას სხვადასხვა ფუნქციაა დატანილი. ლურჯი ფერის ნაცვლად, ის თეთრი გახდება. მარკის განცხადებით, საიტის დიზაინი უფრო მარტივდება და ნათელი ფერებიც ამიტომ გახდა აუცილებელი. Facebook-ის ველი, სადაც „ისტორიების“ (Story) გამოქვეყნება შეგვიძლია, თუ ახლა ის 24 საათში ახლდება და შემდეგ ქრება, ახალ დიზაინში ეს ველი უფრო შესამჩნევი იქნება და საიტის ცენტრში გადმოინაცვლებს.

ცუკერბერგის განცხადებით, ისინი აპირებენ პირადი სივრცე ამჯერად წინა პლანზე წამოწიონ. როგორც მარკი ამბობს, მათ გააცნობიერეს, რომ ამ კუთხით ბევრი აქვთ სამუშაო, რათა აღადგინონ მომხმარებელთა ნდობა.

დეველოპერებთან შეხვედრაზე, პრეზენტაციისას მარკმა განაცხადა, რომ „მთავარი ცვლილება“ პირადი სივრცის შექმნა იქნება. ცვლილებებს აშკარად შეამჩნევს სოციალური ქსელის მომხმარებლებიც, ეს იქნება შესამჩნევი შეტყობინებების ველშიც.

შეტყობინებები, რომლებსაც ჩვენ ყოველ წამს ვგზავნით, ცვლილებების შემდეგ დაშიფრული იქნება და გაგზავნილი შეტყობინებების მნიშვნელობას ქსელი ვეღარ აღიქვამს. როგორც ცუკერბერგი ამბობს, Messenger-ის დიზაინიც განახლდება და ის უფრო სწრაფი და მოსახერხებელი გახდება. მისი თქმით, მუშავდება Messenger-ის ახალი ვერსიაც ОС Windows და MacOS-თვის. ნახეთ სრულად

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს