ავტორი:

ნიკუშა კანდელაკი და ნიკ ვეს­ტი ქორწინდებიან - წყვილი "ქორწილის რეპეტიციის" ფოტოებს აქვეყნებს

ნიკუშა კანდელაკი და ნიკ ვეს­ტი ქორწინდებიან - წყვილი "ქორწილის რეპეტიციის" ფოტოებს აქვეყნებს

"ისთერნ პრომოუშენის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის კახა კანდელაკის ვაჟი ნიკა კანდელაკი ქორწინდება. ნიკუშას რჩეული ამერიკელი მომღერალი და ელექტრო-ბასისტი ნიკ ვესტია. წყვილი სოციალურ ქსელში "ქორწილის რეპეტიციის" ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს.

ნიკამ და ნიკიმ ერთმანეთი 2015 წლის ბოლოს, თბილისში გაიცნეს. არტისტმა თბილისში "ივენთ ჰოლში" კონცერტი გამართა ახალი წლის ღამეს "ისთერნ პრომოუშენის" მოწვევით.

ორი წლის წინ ჟურნალ "OK"-სთან ინტერვიუში ნიკი ნიკოლოზის გაცნობის შესახებ საუბრობდა:

"პირველად ნიკოს საქართველოში შევხვდი, როცა კულისებში შემოვიდა ჩემ გასაცნობად. მეორე დღეს საქართველო დაგვათვალიერებინა, ქართული ფაფახიც მიყიდა, ხინკალიც გაგვასინჯა… ეს „მოგზაურობა“ ძალიან კარგი იყო. ამის შემდეგ მთელი ღამე ვსაუბრობდით სასტუმროს რესტორანში. მაგრამ რატომღაც ნიკუშას სახე არც კი დამიმახსოვრებია.

შემდეგი ჩემი ვიზიტისას ბათუმში შევხვდით ერთმანეთს და მახსოვს, მითხრა, რომ აუცილებლად მომიყვანდა ცოლად… მეორე დღეს, როცა მივფრინავდი, ნიკუშამ ჩემი ყურადღება მიიქცია და გადავწყვიტე, რომ პაემანზე დავთანხმებოდი".

როგორც ნიკუშა მაშინ ჟურნალთან საუბრისას ამბობდა: "ამ გოგომ ჩემი ცხოვრება შეცვალა. ბევრ ისეთ რამეს ვაკეთებთ ერთად, რაც სხვას სიგიჟე მოეჩვენებოდა. საერთოც ბევრი გვაქვს - ორივეს გვიყვარს სპორტი და ერთად ვვარჯიშობთ. მუსიკალური გემოვნებაც ერთნაირი გვაქვს და ხშირად დავდივართ სხვადასხვა კონცერტზე. ნიკიმ ჩემი ცხოვრება უფრო საინტერესო გახადა".

ნიკ უესტმა აღნიშნა, რომ პირველად სიყვარულში ნიკუშას თავად გამოუტყდა, ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს მის ოჯახთან, ისევე, როგორც ნიკუშას მისი ოჯახის წევრებთან.

ნიკა კანდელაკმა განათლება დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში მიიღო. მან ორი წლის წინ აიღო მუსიკალური ინდუსტრიის მაგისტრის ხარისხი ლოს-ანჯელესში და კავკასიის რეგიონში პირველი კვალიფიცირებული მენეჯერია მუსიკის ინდუსტრიაში. ცხოვრობს ლოს-ანჯელესში.

რაც შეეხება ნიკა კანდელაკის რჩეულს, ნიკ ვესტი 30 წლისაა. მას "ქალ ლენი კრავიცს" უწოდებენ. უმუშავია ისეთ ცნობილ არტისტებთან, როგორებიც დეივ სტიუარტი, პრინცი, ჯონ მაიერი არიან. ნიკიმ დაკვრა 13 წლის ასაკში ისწავლა.

მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივად მღერის, ის თავს უფრო ბასისტად თვლის, ვიდრე მომღერლად. მისი პირველი მუსიკალური ალბომიც - Just in the Nik of Time - ინსტრუმენტალური პროექტი იყო.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს