ავტორი:

სატრანსპორტო კომპანია "სარაჯიშვილზე" მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სატრანსპორტო კომპანია "სარაჯიშვილზე" მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“ მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, მეტროს მატარებლების გადაადგილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე მატარებლები მოძრაობენ ზონალურ რეჟიმში, მეტროსადგურ „დიდუბედან“ „ვარკეთილის“ მიმართულებით და პირიქით.

“თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“ მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს შეფერხებით ემსახურება. მატარებლები მოძრაობენ ზონალურ რეჟიმში, მეტროსადგურ „დიდუბედან“ „ვარკეთილის“ მიმართულებით და პირიქით.

ამასთან, „ახმეტელის თეატრიდან“ მეტროსადგურ „დიდუბემდე“ მოძრაობა შეჩერებულია.

ამ დროისთვის, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რომლის დასრულების შემდეგ, თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა სრულად განახლდება.

რაც შეეხება საბურთალოს ხაზს, მგზავრთა მომსახურება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ