ავტორი:

ndtv.com - ინდოეთის გამანადგურებელი სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც თბილისიდან დელიში მიფრინავდა, ჯაიპურის აეროპორტში იძულებით დასვეს

ndtv.com - ინდოეთის გამანადგურებელი სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც თბილისიდან დელიში მიფრინავდა, ჯაიპურის აეროპორტში იძულებით დასვეს

ინდოეთის სამხედრო საერო ძალების მოერიშე გამანადგურებლებმა საქართველოს სატვირთო თვითმფრინავი AN-12, რომელიც თბილისიდანდელის მიმართულებით ყარაჩის გავლით მიფრინავდა, საჰაერო სივრცის დარღვევისთვის ჯაიპურის აეროპორტში დაჯდომა აიძულეს. ამის შესახებ მედიასაშუალება ndtv.com იუწყება.

მისი ინფორმაციით, თვითმფრინავმა დაგეგმილი ფრენის ტრაექტორიიდან გადაუხვია და 15:15 საათზე ინდოეთის საჰაერო სივრცეში შევიდა გუჯარათის ჩრდილოეთით, დაუგეგმავი პუნქტიდან.

სააგენტო ANI წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ სატვირთო თვითმფრინავმა ინდოეთის საჰაერო სივრცეში შეაღწია მნიშვნელოვანი ავიაბაზის რანე-კუთჩედან 70 კილომეტრში. აღნიშნული ავიაბაზა წარმოადგენს დახურულ სივრცეს სამოქალაქო პირებისთის.

"თვითმფრინავი არ მიჰყვებოდა საჰაერო მოძრაობის ავტორიზებულ მარშრუტს და არ პასუხობდა ინდოეთის მაკონტროლებელი ორგანოების რადიოკავშირს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მედიასაშუალების წყაროს ინფორმაციით, ამ დროისთვის მფრინავების დაკითხვა მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით, სატვირთო თვითმფრინავი დაქირავებული ჰყავს უკრაინულ ძრავების მწარმოებელ კომპანია MotorSich-ს. ასევე იგეგმება თვითმფრინავში არსებული ტვირთის შემოწმება.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"