ავტორი:

გიორგი გაბუნიას ძმა ჟურნალისტზე დაქორწინდა - ფოტოები ხელის მოწერის ცერემონიიდან

გიორგი გაბუნიას ძმა ჟურნალისტზე დაქორწინდა - ფოტოები ხელის მოწერის ცერემონიიდან

ჟურნალისტის და ტელეწმაყვანის გიორგი გაბუნიას ძმა, დათა გაბუნია დაქორწინდა. დათა გაბუნიას მეუღლე ჟურნალისტი ნია ტყეშელაშვილია. ისევე როგორც გიორგი, დათაც და ნიაც "რუსთავი 2"-ის თანამშრომლები არიან. ნია ჟურნალისტია, ხოლო დათა ტექნიკურ განყოფილებაში მუშაობს.

დათა გაბუნიას და ნია ტყეშელაშვილის სიყვარულის ისტორია 6 წელს ითვლის, ერთმანეთი წყვილმა "რუსთავი 2"-ში გაიცნო, მაშინ ნია 20 წლის იყო, დათა 31 წლის. 11 წლიანმა ასაკობრივმა სხვაობამ ნია თავიდან შეაშინა, თუმცა დრომ ეს ასაკობრივი ბარიერიც წაშალა.

დათას და ნიას ხელის მოწერის აღსანიშნავი ფოტოები, სოციალურ ქსელში გიორგი გაბუნიამ გამოაქვეყნა. „როგორც იქნა“ დაწერა გიორგიმ ფოტოების გამოქვეყნებისას. როგორც ნია ტყეშელაშვილმა და დათა გაბუნიამ ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში აღნიშნეს, ისინი ქორწილის გადახდას არ აპირებენ და სურდათ მათი დაქორწინება ხმაურის გარეშე მომხდარიყო, რაც ასე მოხდა კიდეც.

დაათვალიერეთ წყვილის ფოტოები

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ