ავტორი:

რუსული არხის რეპორტაჟი საქართველოზე, რომელსაც ინტერნეტში მწვავე რეაქცია მოყვა - "პრივეტ" და "ზდაროვა" სასაუბრო ლექსიკონიდან უნდა გავაქროთ!"

რუსული არხის რეპორტაჟი საქართველოზე, რომელსაც ინტერნეტში მწვავე რეაქცია მოყვა - "პრივეტ" და "ზდაროვა" სასაუბრო ლექსიკონიდან უნდა გავაქროთ!"

რუსული ენა საქართველოსთვის 10 წლის წინ თითქმის მოკვდა, თუმცა ეკონომიკამ ის კვლავ გააცოცხლა - ამის შესახებ ტელეკომპანია „როსია 1“-ის ეთერში გასულ სიუჟეტშია აღნიშნული.

ჟურნალისტი მაქსიმ კისილოვი ორი ქვეყნის ისტორიულ, კულტურულ და რელიგიურ კავშირებს უსვამს ხაზს. ის ამბობს, რომ საქართველოში სულ უფრო იზრდება რუსულ ენაზე მოლაპარაკეთა რაოდენობა, რუსი ინვესტორები კი საქართველოში ქონების შესაძენად მეტ ფულს ხარჯავენ, ვიდრე თურქები, ანდა - გაერთიანებული საემიროების მოქალაქეები.

მისივე თქმით, საქართველოში სამიდან ორი ტურისტი რუსულად საუბრობს, მენიუები კი თითქმის ყველა რესტორანში რუსულ ენაზეა.

კისილიოვის ნათქვამს ადასტურებს თბილისში ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელიც - მარია საპონჯიანი ამბობს, რომ 3 წლის წინ, როდესაც სასტუმროს აშენებდნენ, რუსული ენა არ იყო ასეთი გავრცელებული, ახლა კი ბევრად მეტი საუბრობს და მათთვის, ვინც რუსული ენა იცის, სამსახურის შოვნა უფრო ადვილია.

რუსი ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ საქართველოში გრიბოედოვის სახელობის რუსული თეატრი კვლავ ფუნქციონირებს და ახალი სპექტაკლებისთვისაც ემზადება.

„მსურს, მაყურებელი, რომელიც ჩვენს სპექტაკლებს ესწრება, ეზიაროს რუსულ კულტურას,“ - ამბობს ტელეკომპანიასთან თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ავთანდილ ვარსიმაშვილი.

კისილიოვი, ასევე, საუბრობს რუსი მეფისნაცვლის, მიხეილ ვორონცოვის მნიშვნელობაზეც საქართველოს ისტორიისთვის - ჟურნალისტის მტკიცებით, ქართული ღვინის წარმოება სწორედ ვორონცოვის მოღვაწეობის პერიოდში გაიზარდა, ქართული ჩაი კი, რომ არა მეფისნაცვალი, საერთოდ არ იარსებებდა.

ჟურნალისტი ამბობს, რომ რუსულ არმიას დიდი რაოდენობით ჩაი სჭირდებოდა, საზღვარგარეთ შეძენა რთული იყო, ამიტომ გადაწყვიტეს, იმპერიის ფარგლებში გაეშენებინათ პლანტაციები. კისილიოვის თქმით, სწორედ ვორონცოვის განკარგულებით დარგეს ჩაის პირველი 200 ბუჩქი გურიაში, მოგვიანებით კი საქართველო საბჭოთა კავშირში ჩაის მონოპოლისტი იყო.

„ახლა კი ქართული ჩაი შიდა ბაზარზე მხოლოდ 20%-ს იკავებს,“ - აღნიშნავს კისილიოვი.

რუსი ჯარისკაცების დამსახურებად აფასებს სიუჟეტის ავტორი ფაქტსაც, რომ უნიკალური ისტორიული ძეგლი, ვარძია, სადაც თამარ მეფე ლოცულობდა, საქართველოს დაუბრუნდა.

რუსულ არხზე გასულ სიუჟეტს „ფეისბუქზე“ მწვავე რეაქცია მოჰყვა, ქართველი ინტერნეტმომხმარებლები კისილიოვის რეპორტაჟს რუსულ პროპაგანდას უწოდებენ.

ცნობილი საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიისთვის სიუჟეტის გადაღების საშუალება არ უნდა მიეცათ.

"ვერ ხვდებით რომ რუსეთში ხართ? ეს ყველაფერი დიდი ნიღაბია. საქართველო მიისწრაფვის ევროპისკენ და საქართველოში რუსული ენა ისე დომინირებს, რომ სამსახურსაც ვერ შოულობ!! რადგან ისინი ასიამოვნო, უნდა იცოდე რუსული!! რომელ ევროპულ ქვეყანაშია ასე? თქვენი აზრით, რუსები ევროპაში არ მოგზაურობენ?" - ნიკა ბაციკაძე.

"ამათთან ომი, ჯერ საკუთარი თავიდან დავიწყოთ და “პრივეტ” და “ზდაროვა” ჩვენი სასაუბრო ლექსიკონიდან გავაქროთ!" - ნიკა ბიგდიკაძე.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ