ავტორი:

როგორია ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავარიისას დაშავებული 7 მოზარდის მდგომარეობა

როგორია ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავარიისას დაშავებული 7 მოზარდის მდგომარეობა

შვიდი მოზარდი არის შემოყვანილი, მათგან ერთ-ერთი პირდაპირ საოპერაციოში არის შეყვანილი, მეორე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, -ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორმა სულხან ორჟონიამ განუცხადა. მისივე თქმით, კლინიკაში სამედიცინო დახმარება შვიდივე მოზარდს გაეწია.

"შვიდი მოზარდი არის შემოყვანილი. მათგან ერთ-ერთი პირდაპირ საოპერაციოში არის შეყვანილი. მეორე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, აღენიშნება ქალა-ტვინის ტრავმა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. კიდევ ერთ პაციენტს კი საშუალო სიმძიმის დაჟეჟილობები და ბარძაყის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება", - განაცხადა ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა.

სულხან ორჟონიას თქმით, დანარჩენი ოთხ მოზარდს კვლევები ჩაუტარდათ და სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებათ.

ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე, სოფელ პირველ კახათში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდოდ, სწრაფად მოძრავი "მერსედესის" მარკის ავტომობილი ერთ-ერთი ადგილბრივი მცხოვრების, თემურ ნაყოფიას ეზოში შევარდა. როგორც თემურ ნაყოფიამ "ინტეპრესნიუსს" განუცხადა, ამ დროს ის სახლში არ იმყოფებოდა, თუმცა უთხრეს, რომ სასწრაფო დახმარების მანქანებით ყველა დაშავებული ახალგაზრდა სავადმყოფოში გადაიყვანეს

"ჩემს ეზოში შევარდნენ. ამ დროს სახლში არ ვიყავი, ყანაში ვთოხნიდი. დამირეკეს, მითხრეს ეს ამბავი და წამოვედი. აქ დამხვდა ეს სიტუაცია. ყველა საავადმყოფოშია გადაყვანილი",- განაცხადა თემურ ნაყოფიამ.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულები დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან და მათ ბოლო ზარი ჰქონდათ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

VIDEO: ავარია ბოლო ზარზე: ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტომობილი სახლში შევარდა - დაშავებულია 7 მოზარდი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ