ავტორი:

ინციდენტი გორის საავადმყოფოში - პაციენტი სეისმომედეგობის კონსტრუქციაში ჩავარდა

ინციდენტი გორის საავადმყოფოში - პაციენტი სეისმომედეგობის კონსტრუქციაში ჩავარდა

გორის საავადმყოფოს სტაციონარში მოთავსებული პაციენტი შენობის სხვენიდან კედლებს შორის არსებული სეისმომედეგობის კონსტრუქციის სივრცეში ჩავარდა. პაციენტი ისეთ ადგილზე იმყოფებოდა, მისი გამოყვანა მხოლოდ სამაშველო სამსახურის თანამშრომლების დახმარებით გახდა შესაძლებელი.

52 წლის მამაკაცი ტრავმული დაზიანებებით კლინიკა "გორმედში" 10 დღის წინ მოათავსეს, ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ რთული იყო და მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში უტარდებოდა. მდგომარეობის დასტაბილურების შემდგომ კი, პაციენტი პალატაში გადაიყვანეს, სადაც მასთან ერთად ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ, თუმცა მამაკაცმა, რომელსაც ფსიქიკური პათოლოგია აღენიშნებოდა, მეუღლის გვერდის ავლით მოახერხა პალატის დატოვება და შენობის კონსტრუქციის დახურულ სივრცეში ჩავარდა.

"პაციენტი შემოყვანილ იქნა ქალა-ტვინის მძიმე ღია ტრავმით, ფიქსირდებოდა ტრავმული სისხლჩაქცევა, ქალას ძვლების მოტეხილობა, სისხლჩაქცევა თავის ტვინში. ჩატარებული არაერთი კვლევის საფუძველზე, ოპერაციული ჩარევა იმ ეტაპზე საჭიროდ არ ჩაითვალა, თუმცა მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე, პაციენტი 8-9 დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესდა, მოიხსნა აპარატიდან და ყველა სასიცოცხლო ფუნქციის სტაბილიზაციის შემდეგ, პაციენტი გადაყვანილ იქნა პალატაში. თავის ტვინის დაჟეჟილობიდან გამომდინარე, რჩებოდა მხოლოდ ფსიქიკური პათოლოგია, რაც დროში განვლადი მდგომარეობაა და შესაბამისად, რეანიმაციულ განყოფილებაში მისი დატოვების აუცილებლობა აღარ არსებობდა.

პაციენტს თავზე ადგნენ ოჯახის წევრები, როგორ მოახერხა ოჯახის წევრების გვერდის ავლით პალატის დატოვება, ამის თქმა რთულია. გამოვიდა პალატიდან და საავადმყოფოს შენობის სეისმომედეგობის კონსტრუქციის სივრცეში ჩავარდა. როდესაც პაციენტი დერეფანში გამოვიდა, მისი მოძრაობა ვერც მედდამ შენიშნა, ვინაიდან იგი მძიმე პაციენტთან იმყოფებოდა. ცოტა ხნის შემდგომ კი, პალატების შემოვლისას სწორედ მედდამ აღმოაჩინა, რომ მამაკაცი პალატაში არ იმყოფებოდა, გააღვიძა მისი თავზე მდგომი მეუღლე და კლინიკის სხვა პესრონალთან ერთად მამაკაცის ძებნა დაიწყეს. აღმოჩნდა, რომ პაციენტი ისეთ ადგილას იმყოფებოდა, რომ მისი გამოყვანა მხოლოდ სამაშველო სამსახურის თანამშრომლების დახმარებით გახდა შესაძლებელი.

პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები და დადგინდა, რომ ამ ფაქტით მის ჯანმრთელობას დამატებითი პრობლემები არ შექმნია, იგი მკურნალობას ქირურგიულ განყოფილებაში აგრძელებს. მისი მდგომარეობა ყველა სხვა პარამეტრით სტაბილურია და შინ გაწერას ექვემდებარება, თუმცა ველოდებით, რომ დასტაბილურდეს არსებული ფსიქოპათოლოგია და ერთ-ორ დღეში კლინიკიდან გავწერთ", - განაცხადა "გორმედის" კლინიკურმა დირექტორმა დავით ყაზაიშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში განხორციელებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, შენობის კედლებს შორის გაჭედილი მამაკაცის უვნებლად ამოყვანა მოხერხდა.

ავტორი: ია თინიკაშვილი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ