ავტორი:

რა ქონებას ფლობენ მერობის და პარლამენტის წევრობის კანდიდატები

რა ქონებას ფლობენ მერობის და პარლამენტის წევრობის კანდიდატები

2019 წლის 19 მაისს, ზუგდიდის, ხულოს, მარნეულის, ზესტაფონისა და ჭიათურის მერების რიგგარეშე, ხოლო თბილისში, მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება.

ხუთ მუნიციპალიტეტში მერობისთვის ჯამში პარტიების მიერ წარდგენილი და დამოუკიდებელი 71 კანდიდატი იბრძვის: მათ შორის, 15-15 - ზუგდიდში, მარნეულსა და ზესტაფონში, 13-13 კი ხულოსა და ჭიათურაში. მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარობის 20 კანდიდატია დარეგისტრირებული.

ზუგდიდსა და მარნეულში მერის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება დღის წესრიგში ყოფილი მერების დაკავების, ხოლო ჭიათურაში, ხულოსა და ზესტაფონში მერების გადადგომის გამო დადგა. მთაწმინდის ოლქში კი პარლამენტის შუალედური არჩევნების საჭიროება ყოფილი მაჟორიტარის, სალომე ზურაბიშვილის საქართველოს პრეზიდენტად არჩევამ განაპირობა.

თანამდებობის პირთა თუ არჩევნებისას წარდგენილ კანდიდატთა კვალიფიკაცია, მათი ქონებრივი მდგომარეობა და ბიზნესწილები მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხია, შესაბამისად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” წარმოგიდგენთ ინფორმაციას მერობის და პარლამენტის წევრობის კანდიდატებზე. "ბიზნესპრესნიუსი" მათგან რამდენიმე განსაკუთრებით საინტერესო კანდიდატის შესახებ გთავაზობთ ინფორმაციას:

მთაწმინდის ოლქში რეგისტრირებული პარლამენტის წევრობის კანდიდატი ვლადიმერ კახაძე („ქართული ოცნება”) - საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზის თანახმად, ის უძრავ ქონებას არ ფლობს. ცნობისთვის, რადიოლოგი ლადო კახაძე 2008 წლიდან არის საქართველოს წმინდა ნინოს სახელობის ექიმთა საზოგადოების თავმჯდომარე; 2010 წლიდან გაერთიანებულია საქართველოს მწერალთა კავშირში და გამოცემული აქვს სამი კრებული; 2014 წლიდან იკავებს „განსაკუთრებული ჟურნალის“ ერთ-ერთი რედაქტორის პოზიციას.

ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია”) - მის მიერ 2016 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, ის და მისი მეუღლე, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფლობენ ერთ ბინას თბილისში, ორს კი ნიდერლანდების სამეფოში. მათსავე საკუთრებაშია მიწის ოთხი ნაკვეთი ყვარელსა და მცხეთაში... განაგრძეთ კითხვა და ნახეთ სხვა კანდიდატების ქონებრივი მდგომარეობა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ