ავტორი:

"არშემდგარ სკოლის დამთავრებას გილოცავ, მამი..."

"არშემდგარ სკოლის დამთავრებას გილოცავ, მამი..."

2017 წელს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლები - დათო სარალიძე და ლევან დადუნაშვილი წელს სკოლას დაასრულებდნენ. შვილმკვდარი მამა ზაზა სარალიძე ამის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს და გარდაცვლილ შვილს სკოლის დამთავრებას ულოცავს:

"დღეს 2019 წლის 20 მაისს, შენი კლასი და სკოლა ბოლო ზარს ზეიმობს!!! არ შემდგარ სკოლის დამთავრებას გილოცავ მამი იმიერ საქართველოში!!!" - წერს ზაზა სარალიძე.

ზაზა სარალიძემ ცოტა ხნის წინ წერილით მიმართა ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის მოსამართლეს და აღნიშნა, რომ შსს და პროკურატურა ამ უმძიმესი დანაშაულის მიმართ არ არიან ადეკვატურები და პროკურატურა მთელი ძალით ცდილობს გაიტანოს პირვანდელი ბრალდება სააპელაციო სასამართლოში. სარალიძემ იმედი გამოთქვა, რომ სასამართლო არ მოექცევა პროკურატურის ზემოქმედების ქვეშ.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე, ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი - დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, სარალიძე კი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს დაიღუპა.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს