ავტორი:

10 საფეხბურთო მატჩის ჩაწყობის ამბავი ბოლო ათი წლის განმავლობაში - "2014-ში ლამის ყველა გუნდი მონაწილეობდა"

10 საფეხბურთო მატჩის ჩაწყობის ამბავი ბოლო ათი წლის განმავლობაში - "2014-ში ლამის ყველა გუნდი მონაწილეობდა"

მორიგი დარტყმა ქართული ფეხბურთისთვის! სამწუხაროდ, სუს-მა სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვისა და მეორე და ეროვნული ლიგის გუნდების ფეხბურთელების მიერ მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი ბრალდებულის სახით დააკავა.

ჯერ არაფერია ცნობილი, ზოგი მეტად იქნება დამნაშავე, ზოგიც - ნაკლებად. იმედია, უმრავლესობა მხოლოდ და მხოლოდ შეცდა და ეს საქმე პროფესიად არ გაუხდიათ.

lelo.ge მოკლედ გთავაზობთ ჩაწყობასთან დაკავშირებულ ათ ამბავს, რომელიც საფეხბურთო სამყაროში ბოლო ათი წლის განმავლობაში მოხდა.

2009 წლის 28 აგვისტო

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის გარიგებული მატჩების გამოსაძიებელმა მუდმივმოქმედმა კომისიამ, პირველ საეჭვო შეხვედრად XXI ჩემპიონატის მეორე ტურში თბილისის "ლოკომოტივისა" და რუსთავის "ოლიმპს" შორის გამართული შეხვედრა მიიჩნია, მაგრამ კომისიის დასკვნით ეჭვი უსაფუძვლო აღმოჩნდა და კლუბებს არანაირი სასჯელი არ დაკისრებიათ.

2010 წლის თებერვალი

ე.წ ჩაწყობილი თამაში ქართულ ფეხბურთში - საქართველოს განახლებული ეროვნული ჩემპიონატის მე-19 ტურში რუსთავში ბოლნისის "სიონი" ცხინვალის "სპარტაკთან" 0:1 დამარცხდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადგილი ჰქონდა ორმაგ გარიგებას - "სიონმა" სამაჩაბლოელებს შეხვედრა განზრახ დაუთმო, რათა რუსთავის "ოლიმპს" გორში ცხინვალის "სპარტაკთან" სამი ქულა ასევე უბრძოლველად მიეთვალა.

2011 წლის 13 მაისი

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა სპეცოპერაცია ჩაატარა და საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე 5 ფეხბურთელი ტოტალიზატორების წარმომადგენლებთან კორუფციულ გარიგებებში ამხილა, ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის გადაწყვეტილებით კი ისინი ფეხბურთიდან მოკვეთეს. თუმცა, როგორც გაირკვა, დროებით და მოედანს მალე დაუბრუნდნენ.

2014 წლის აპრილი: გარიგებებში ლამის ყველა კლუბი მონაწილეობდა!

ქართული საფეხბურთო სამყარო კიდევ ერთხელ შეზანზარდა: უეფას ინფორმაციებზე დაყრდნობით, 2010-13 წლებში გარიგებულ თამაშებში მონაწილეობისთვის უმაღლესი და პირველი ლიგების 5 კლუბი ამხილეს. მაგრამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე მათ მხოლოდ ფინანსური სასჯელები აკმარეს.

საეჭვო მატჩთა კატეგორიაში ბოლნისის "სიონი" 5-ჯერ მოხვდა, გორის "დილა" და მარტვილის "მერანი" - 4-4-ჯერ, ხოლო ფოთის "კოლხეთი" და რუსთავის "მეტალურგი" - 3-3-ჯერ. სასჯელი კი მეტად არაადეკვატურია: "სიონი" 25 ათასი ლარით დაჯარიმდა, "მერანი" და "დილა" - 23-23 ათასით, ხოლო "მეტალურგი" და "კოლხეთი 1913" - 20-20 ათასით.

გურიას პრეზიდენტი ადასტურებს... ცნობილია იმ ფეხბურთელის ვინაობა, რომელიც დააკავეს, მეორეს ბაზაზე ეძებდნენ

2014 წლის სექტემბერი

ეს ერთ-ერთი ყველზე ხმაურიანი ამბავი იყო: 8 მსაჯი დააკავეს, მათ შორის ფიფას მსაჯი.

ოფიციალური განცხადების თანახმად "გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული პირები 2 500-დან 5 000 აშშ დოლარამდე თანხის სანაცვლოდ წინასწარ ურიგდებოდნენ მოქალაქეებს მათი მსაჯობით ჩასატარებელ თამაშებში ფეხბურთელთა დასაჯარიმებელი ყვითელი და წითელი ბარათების რაოდენობაზე, რასაც ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდნენ. ამ სქემით ბრალდებულები აღნიშნულ მოქალაქეებს საშუალებას აძლევდნენ წინასწარ გაკეთებული ფსონით მოგება მიეღოთ".

იმ დღესვე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც მომხდარი ფაქტის გათვალისწინებით, წინასწარ პატიმრობაში აყვანილ მსაჯებთან ცალმხრივად შეწყდა კონტრაქტი და მათ მსაჯობა სამუდამოდ აეკრძალათ. საღამოს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილება სრული შემადგენლობით გადადგა.

სასამართლომ მსაჯები ჯგუფურად ჩადენილი კომერციული მოსყიდვის გამო დამნაშავეებად ცნო, რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. თუმცა, 5 მათგანი ვადამდე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოუშვეს, სამი კი პრეზიდენტმა შეიწყალა. წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ