ავტორი:

როგორ გამოიყურება ვახუშტის ხიდი 4-თვიანი რეაბილიტაციის შემდეგ - ნახეთ ფოტოები

როგორ გამოიყურება ვახუშტის ხიდი 4-თვიანი რეაბილიტაციის შემდეგ - ნახეთ ფოტოები

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. ხიდის აღდგენის სამუშაოების ხანგრძლივობა, ხელშეკრულების მიხედვით, ხუთი თვით იყო განსაზღვრული, თუმცა რეაბილიტაცია 4 თვეში დასრულდა.

"ვახუშტის ხიდზე ძირითადი სამუშაოები დასრულებულია და მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია. ხიდს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. აქ პრობლემა საკმაოდ სერიოზული იყო, რაც ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა.

ავარიულობიდან გამომდინარე, აღნიშნული ხიდის რეაბილიტაცია პრიორიტეტებში პირველ ადგილზე იყო. დარჩენილია გზის დახაზვის სამუშაოები, რომელიც ათ დღეში დაიწყება, რადგან ასფალტის დაგების შემდეგ, გარკვეული დროა საჭირო, რათა საღებავი მიიღოს. ასევე, გრძელდება საყრდენების მოპირკეთებისა და განათების სამუშაოები" - განაცხადა კალაძემ.

საბჭოთა კავშირის პერიოდში, დედაქალაქში მსგავსი კონსტრუქციის 11 ხიდი აშენდა, რომელთაგან ათი უკვე აღარ არსებობს. ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარე წლის 27 იანვრიდან დაიწყო.

სამუშაოების განხორციელების დროს გამოვლინდა სხვა დაზიანებებიც, რომელიც დასაწყისში ვიზუალურად არ ჩანდა, თუმცა რეაბილიტაცია ამ მიმართულებითაც განხორციელდა.

უნიკალურია რეაბილიტაციის ტექნოლოგიური ნაწილი - ხიდი (კონსტრუქცია) სპეციალური დომკრატებით აიწია და დაზიანებული საყრდენები გამოიცვალა. მოეწყო ასფალტის ახალი საფარი, ახალი რკინა-ბეტონის თვალამრიდები, სანიაღვრე სისტემა, ჰიდროიზოლაცია და სადეფორმაციო ნაკერები; მოაჯირები შეიღება სპეციალური საღებავით, რაც მისი ექსპლუატაციის ხანგრძლივობას უზრუნველყოფს;

დასრულდა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათების ქსელის მოწყობა LED სანათებით და საჰაერო კომუნიკაციები გზის საფარის ქვეშ მოექცა. პროექტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია განაპირა ბურჯების ფილით მოპირკეთება, რათა მდგრადობასთან ერთად, ხიდის ვიზუალიც შესაბამისი იყოს.

რეაბილიტაციის ფარგლებში, დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ ხიდის ტერიტორიაზე არსებული გზაგამყოფი კუნძულებიც გამწვანდა. დაახლოებით, 500 კვ. მეტრამდე ფართობის გზაგამყოფ კუნძულებზე რულონური ბალახი დაიგო, განხორციელდა მულჩირების სამუშაოები, ასევე, დაირგო ჭყორის მარადმწვანე ბუჩქები და მოეწყო სარწყავი სისტემა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ განახორციელა და მასზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 633 800 ლარი დაიხარჯა.

რეაბილიტირებულ ხიდზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკვე ჩვეული სქემით მოძრაობს: N51 ავტობუსი და მიკროავტობუსები - N10, N30, N66, N88, N89, N100, N169, N171, N195 და N202 წერეთლის გამზირს გმირთა მოედნის გავლის ნაცვლად, ვახუშტის ხიდით უკავშირდებიან.

სამუშაოების შედეგს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილესთან, საკრებულოს დეპუტატებთან და რაიონების გამგებლებთან ერთად გაეცნო.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ