ავტორი:

რა კომენტარს აკეთებენ ტყვიის შემცველ საღებავებზე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში

რა კომენტარს აკეთებენ ტყვიის შემცველ საღებავებზე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საღებავების ხარისხი, რომლითაც სკოლებისა და საბავშვო ბაღების კედლები იღებება, სისტემატურად მოწმდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აღნიშნულ სააგენტოში განუცხადეს, 2017 წლიდან მოქმედებს რეგულაცია, რომლის მიხედვით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტო მკაცრად ამოწმებს სამშენებლო და სარეაბილიტაციო მასალათა ხარისხს.

„ხარისხის შეფასების კრიტერიუმები დადგენილია სარეაბილიტაციო-მოსაპირკეთებელი მასალების ყველა სახეობაზე, მათ შორის ფასადისა და ინტერიერის საღებავებზე. მაგალითად, ინტერიერი უნდა შეიღებოს ეკოლოგიურად სუფთა საღებავით, რომელიც არის გამხსნელისაგან და მავნე ნივთიერებისაგან თავისუფალი; ტყვიის და აქროლადი ორგანული შენაერთების ზღვრული კონცენტრაცია არ აღემატება 1გ/ლ, რაც ევრო სტანდარტებით დაშვებულ ნორმაზე 5-ჯერ ნაკლებია (დასაშვები ნორმის მაჩვენებელი 5გ/ლ-ია). გააჩნია ხარისხის და ეკოლოგიურობის დამადასტურებელი მარკირება და სერთიფიკაცია, რომელშიც მითითებულია, რომ მისი გამოყენება დასაშვებია სკოლებსა და საბავშვო დაწესებულებებში“ , - ნათქვამია სააგენტოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ: ექიმები არ გამორიცხავენ, რომ ბავშვების სისხლში ტყვიის დონის მომატების ერთ-ერთი მიზეზი სკოლებისა და საბავშვო ბაღების კედლების ტყვიის შემცველი საღებავებით შეღებვას უკავშირდებოდეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ოტო-რინო-ლარინგოლოგმა ხათუნა ჩიტიძემ განუცხადა, სისხლში ტყვიის შემცველობის მატების ნომერ პირველ ფაქტორად საღებავებს, ჩატარებული კვლევის საფუძველზე, თავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ასახელებს.

„ტყვია მძიმე მეტალი გახლავთ, რომლის მოხვედრა სისხლში სერიოზულ პრობლემებს იწვევს. აზიანებს ნერვული უჯრედის მემბრანას, აზიანებს დნმ-ის სტრუქტურას, ცვლის კომფიგურაციას. ასე რომ, ბევრი მუტაციის შედეგი შეიძლება გახდეს.

ტყვიის ჭარბი რაოდენობა განსაკუთრებით საშიში გახლავთ ორსულებსა და ბავშვებში.

ნომერ პირველი ფაქტორი, რომელიც ტყვიის მატებას გვაძლევს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე, არის საღებავები. საღებავები, რომლითაც იღებება ჩვენი საცხოვრებელი, სამუშაო გარემო, სკოლები, ბაღები, სადაც ჩვენი შვილები და შვილიშვილები სწავლობენ. დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, გარემოს დაცვის ორგანიზაციასთან ერთად იბრძვის იმ საღებავების ამოღებისთვის, რომელიც ტყვიას შეიცავს. ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი იქნება საქართველოშიც აღნიშნული რეგულაციების შემოღება. სკოლები, ბაღები ყოველწლიურად იღებება საღებავებით და სულ უფრო მეტი კონცენტრაციის მიღება ხდება ბავშვთა ასაკში ამ მეტალისა“, - აღნიშნა ხათუნა ჩიტიძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ