„სილიკონ ველი თბილისისა“ და „ისრაელის სილიკონ ვადის“ თანამშრომლობის ფარგლებში 29 მაისს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ინვესტორები ისრაელიდან ქართველ სტარტაპერებს შეხვდებიან და სამომავლო თანამშრომლობისა და დაფინანსების დეტალებს განიხილავენ. საერთო ჯამში დაფინანსების მოსაპოვებლად 50-მა სტარტაპმა გაიარა რეგისტრაცია, რომელთაგან 8 შეირჩა. შერჩეული კანდიდატების პრეზენტაციები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიმართება. პრეზენტაციის შემდეგ კი სტარტაპერები ინდივიდუალურ შეხვედრებს გამართავენ პოტენციურ ინვესტორებთან, სადაც სამომავლო განვითარების გეგმას განიხილავენ.
როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში განმარტავენ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველ სტარტაპერებს უცხოურ მრავალმილიონიან ინვესტიციაზე ეხსნებათ წვდომა. ისრეალის მხარის საქართველოთი დაინტერესება ქვეყანაში სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებამ განაპირობა. აღნიშნულ პროცესში კი ძალიან დიდ როლს ასრულებს „სილიკონ ველი თბილისი“ და მის სივრცეში არსებული ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი.
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, რომელიც აგრეთვე განიხილავს შერჩეული სტარტაპების დაფინანსების შესაძლებლობებს, Dollar to Dollar Basis ინიციატივის ფარგლებში.
პროექტში ჩართულია ისრაელის ტექ ჰაბი საქართველოში, რომელიც შერჩეულ სტარტაპებს უზრუნველყოფს დეველოპერების და ტექნოლოგიების მთავარი მენეჯერის სერვისებით 5 თვის განმავლობაში, აგრეთვე ფასდაკლებული სერვისებით ვებ დიზაინის, სტრატეგიული კონსულტაციის, მარკეტინგული კონსულტაციის, ფინანსური და მენეჯერული კონსულტაციის, ლეგალური მხარდაჭერის მიმართულებით, რაც ჯამში 30,000$-ის ღირებულებას შეადგენს.
საქართველოს საპატიო კონსული ისარელში და გლობალური სტარტაპ ფონდის დამფუძნებელი,მენი ბენიში საუბრობს, თუ რა პრინციპის მიხედვით შეარჩიეს სტარტაპები და რა შესაძლებლობებს სთავაზობენ მათ:
რა ტიპის ინვესტორები აპირებენ ქართველ სტარტაპებთან შეხვედრას?
ძირითადად ბიზნეს ენჯელები შეხვდებიან სტარტაპებს. მათი უმეტესება დაინტერესებულია კაპიტალური ინვესტიციებით. ენჯელებს განსაზღვრული საინვესტიციო პოლიტიკა და სტრატეგია აქვთ და მათი ინტერესი ქართულ სტარტაპებთან შეხვედრის, მაღალია.
დაფინანსებისა და პარტნიორობის პირობები როგორი იქნება?
ეს დამოკიდებულია კომპანიის განვითარების ეტაპზე. ჩვენ გვაინტერესებს სტარტაპები თუნდაც კარგი იდეით და ძლიერი გუნდით, ან უკვე შემდგარი სტარტაპი, რომელსაც აქვს მიმდინარე შემოსავლები. მფლობლებობის წილები შეიძლება მერყეობდეს 5%-დან 50%-მდე, ყველაფერი მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული.
რა ტიპის სტარტაპებით არიან ინვესტორები დაინტერესებული? რომელ სფეროში უნდაოპერირებდეს სტარტაპი, რომ დაფინანსება მიიღოს?
ნებისიერს ტარტაპს, რომელსაც ექნება სწორად შემუშავებული გეგმა და იქნება ინოვაციური,შევეცდებით დავეხმაროთ. ვებ/კიბერ უსაფრთხოება, ონლაინ მედია, ონლაინ რეკლამა, ელექტრონული კომერცია, ფინანსური ტექნოლოგიები, მობილური აპლიკაციები, P2P პლატფორმები, ონლაინ თამაშები - ეს არის ჩამონათვალი იმ სფეროებისა, რომლითაც ძირითადად ინვესტორები არიან დაინტერესებული. თუმცა თუ სხვა სფეროდან გვეყოლება ძლიერი სტარტაპი, რომლის იდეაც მართლაც გამორჩეული იქნება, მასაც მიეცემა დაფინანსების მიღების შესაძლებლობა.
რა ფორმატით გაიმართება სტარტაპებთან შეხვედრა?
გლობალური სტარტაპ ფონდის გახსნის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, სტარტაპებს და ინვესტორებს ერთმანეთი წარედგინებათ. წარდგენის ფარგლებში სტარტაპები 90 წამიანი სიტყვით მიმართავენ პოტენციურ პარტნიორებს და თავის იდეებს გააცნობენ. ამის შემდეგ, შერჩეულ სტარტაპებთან ინვესტორები დახურული შეხვედრის ფორმატზე გადაინაცვლებენ. რამდენ ხანს გაგრძელდება შეხვედრა, დამოკიდებული საერთო ინტერესებზე და მოლაპარაკების ხარსიხზე.