ავტორი:

"აჩიკოს ახალშერთული ცოლი ჰყავდა, ტყუპის დაბადებას ელოდა..." - ვინ არიან სუფსაში მომხდარ ავარიაში გარდაცვლილები

"აჩიკოს ახალშერთული ცოლი ჰყავდა, ტყუპის დაბადებას ელოდა..." - ვინ არიან სუფსაში მომხდარ ავარიაში გარდაცვლილები

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში მომხდარმა ავტოკატასტროფამ 4 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გარდაცვლილებს შორის არიან ძმები: 45 წლის ვასილ და 24 წლის გიორგი როყვები. ასევე გიორგი როყვას 20 წლის მეუღლე, გარდაცვლილებს შორის არის ძმები როყვების დეიდაშვილი, 27 წლის არჩილ კვაჭაძე, რომელიც ლანჩხუთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი იყო. საქმე ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. მომხდარზე გარდაცვლილი არჩილ კვაჭაძის ერთ-ერთი ახლობელი საუბრობს, რომელმაც ანონიმურადდარჩენა ისურვა:

- მთელი ლანჩხუთი შოკშია. სხვა რა უნდა ვთქვა... ამ განცდას ენა ვერ აღწერს. საოცარად ნათელი და თბილი ბიჭი - აჩიკო დაგვეღუპა. ახალგაზრდა ექიმი, ადამიანი, რომლის მსგავსი იშვიათია და რომელიც მთელ ლანჩხუთს უყვარდა. ის ჩვენი ყველას იმედი იყო... თუ ფიზიკურად, თუ სულიერად, - სტიქაროსნად მსახურობდა ეკლესიაში და ისეთ სიმშვიდეს ასხივებდა, მის დანახვაზე გულში სითბო ისედაც ჩაგეღვრებოდა. გული გვიტირის, - აჩიკოს დედა ადრე მოუკვდა და მამამისს მასთან ერთად კიდევ ორი ბიჭი დარჩა გასაზრდელი. ენა ვერ აღწერს რა შრომით და წვალებით გაზარდა ეს სამი ბიჭი მარტოხელა მამამ, ახლა კი უკვე ფეხზე დამდგარი ხელიდან გამოეცალა. არ ვიცი, რა ვთქვა...

სწორედ აჩიკოს გარდაცვლილი დედის დაბადების დღის გამო იყვნენ მისი საბრალო დეიდაშვილები - ძმები როყვები სტუმრად. დილით არჩილმა ისინი ურეკში წაიყვანა, - გიორგი იქ ცხოვრობდა და მუშაობდა. ეს უბედურება კი სუფსასთან მოხდა. როგორც ამბობენ, აჩიკო იჯდა საჭესთან, მაგრამ ის არც ნასვამი ყოფილა, არც დაღლილი, მაგრამ საშინელი წვიმა იყო და იმიტომაც მოუცურდა მანქანა ალბათ. ამბობენ, იმ მოსახვევში სხვა დროსაც მომხდარა საშინელი ავარიები... ავტომობილი სატვირთო მანქანას დაეჯახა, ადგილზე დამთავრდა ოთხივეს სიცოცხლე... იხილეთ ვრცლად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ