ავტორი:

„ექვსი თვის ორსულ გოგოს წამალს და წყალს არ აძლევენ...“- რა გადახდა მღვდელმონაზონ ნექტარიოსს ისრაელის საბაჟოზე

„ექვსი თვის ორსულ გოგოს წამალს და წყალს არ აძლევენ...“- რა გადახდა მღვდელმონაზონ ნექტარიოსს ისრაელის საბაჟოზე

სქემ-მღვდელმონაზონი ნექტარიოს მჭედლიძე ისრაელში გატარებულ სამ დღეს "ჯოჯოხეთს" უწოდებს და ამბობს, რომ ისრაელის საბაჟოზე საქართველოს მოქალაქეებს არაადამიანურად ექცეოდნენ.

"სამი დღე იყო ჯოჯოხეთი ისრაელში, იმიტომ კი არა, რომ მე მომექცნენ ცუდად, იმიტომ რომ ქართველ დედებს ექცეოდნენ არაადამიანურად,3 დღე ისრაელში საქართველოს საკონსულოს ვთხოვდით დახმარებას და ტელეფონზე არ გვპასუხობდნენ, ჯოჯოხეთი იყო როდესაც ვუყურე, 6 თვის ორსული გოგო ითხოვს წამალს და წყალს და არ აძლევენ. ებრაელი მებაჟეების მხრიდან ყვირილი, ლაძღვა, საცინად აგდება... იქ დავტოვე გაუბედურებული ქალბატონები რომლებსაც პატრონი არ ჰყავთ, 15 ადამიანს ოთახში ერთი სკამი მოგვცეს მორიგეობით დაგვესვენა. რას აკეთებს ისრაელში საკონსულო, რა საჭიროა, როდესაც შველას და დახმარებას სთხოვ და ტელეფონზე არ გპასუხობენ. ეს არის ჩვენი ქვეყანა, არავის არ ადარდებს ხალხი," - წერს მღვდელმონაზონი "ფეისბუქზე".

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს