ავტორი:

უნდა ვატაროთ თუ არა მოსწავლეები ექსკურსიებზე - "ტურებს გაცილებით დიდი ფუნქცია აქვთ, ვიდრე ქეიფი და დროსტარებაა"

უნდა ვატაროთ თუ არა მოსწავლეები ექსკურსიებზე - "ტურებს გაცილებით დიდი ფუნქცია აქვთ, ვიდრე ქეიფი და დროსტარებაა"

ლაგოდეხის ნაკრძალში დატრიალებულმა ტრაგედიამ, რომელსაც 16 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა, წამოჭრა საკითხი, უნდა ვატაროთ თუ არა სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე. კიდევ ერთი მოსწავლის სიცოცხლე აღმოჩნდა საფრთხის ქვეშ. 7 წლის ბიჭი ძეგლ-ნაკრძალის ტერიტორიაზე სიმაღლიდან გადმოვარდა და დაცემისას სხეულის დაზიანებები მიიღო.

რა უნდა ვიცოდეთ ექსურსიებზე და არის თუ არა მასზე უარის თქმა გამოსავალი, ამ თემაზე ჩვენს კითხვებს პასუხობს გეოგრაფი, მოგზაური, გიდი, ფეისბუქ ჯგუფ “მეგობრებთან ერთად აღმოაჩინე საქართველოს“ დამფუძნებელი თინათინ მოსიაშვილი.

- რასაკვირველია, ძალიან მძიმე შემთხვევაა, რაც მოხდა და პირველ ყოვლისა, ვუსაძიმრებ გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრებს და მასწავლებლებს, რადგან ეს არის ურთულესი განსაცდელი და გამოცდილება მასწავლებლებისთვისაც. მე ძალიან კარგად მესმის, რას ნიშნავს ეს პასუხისმგებლობა.

ასეთი შემთხვევების შემდეგ ხშირად საკითხი ასე დგება: უნდა ვატაროთ, თუ არა მოსწავლეები ექსკურსიებსა და ლაშქრობებზე. ჩემი აზრით, ეს ნამდვილად არასწორად დასმული კითხვაა. თვითმფრინავის კატასტროფებისა თუ ავტოშემთხვევების მიუხედავად, ჩვენ დავფრინავთ თვითმფრინავით, ვმგზავრობთ ტრანსპორტით. განათლების სისტემაში არსებული პრობლემების მიუხედავად, გავაუქმოთ სკოლა? რასაკვირველია, არა!

ექსკურსია, ჩემი და არა მხოლოდ ჩემი აზრით, ისეთივე ნაწილია საგანმანათლებლო პროცესისა, როგორც საგაკვეთილო პროცესი. შეიძლება ითქვას, ხანდახან უფრო მეტად მნიშვნელოვანიც, ვიდრე რომელიმე კონკრეტული თემა თუ გაკვეთილი. ექსკურსიის ფუნქციებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ შემეცნებისა და თვალსაწიერის გაფართოების პროცესია და ამ მხრივ ექსკურსია ძალიან ჰგავს საგაკვეთილო პროცესს, გაკვეთილს ღია ცის ქვეშ. ეს კი გაცილებით საინტერესოა, გაცილებთ სახალისო, თუმცა ამავე დროს საპასუხისმგებლოც. მე რომ მკითხოთ, არათუ ჩვეულებრივ კულტურულ-შემეცნებით ექსკურსიაზე, მოსწავლე სკოლას ისე არ უნდა ამთავრებდეს, რამდენიმედღიან ლაშქრობაში რომ არ მოუწიოს წასვლა.

უნივერსიტეტებში ვმუშაობ, ტურიზმის მიმართულების სტუდენტებს ვუკითხავ და კარგად ვიცი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, სამწუხაროდ, რა მოუმზადებელი ახალგაზრდები მოდიან.

ბუნებაში ორიენტაცია, კარვის გაშლა, საველე პირობებში კვება - ეს უნარები და საერთოდ მოლაშქრეობის კულტურა - ჩემი აზრით, ახალგაზრდებში სწორედ სკოლამ უნდა ჩამოაყალიბოს. "მშობლებმა ატარონო", - წერდა წეღან ერთი მშობელი, მესმის, რომ უდიდეს ტრაგედია მოხდა, ხდება ასეთი შემთხვევებიც, მაგრამ სკოლას დიდი როლი აქვს ამ საქმეში.

ამ შაბათ-კვირას სუდენტებთან ერთად ვიყავი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, ერთი ჯგუფი პანტიშარამდე და ნაწილი მიჯნისყურემდე ჩავედით. მიჯნისყურეს (საქართველოს უკიდურესი სამხრეთ-აღმოსავლეთი წერტილია) ვინ ჩივის, ბევრი ჩემი სტუდენტი ისე მოდის, რომ მცხეთაში ან კახეთში არ არის ნამყოფი.

ექსკურსიებსა და სასკოლო ტურებს გაცილებით დიდი ფუნქცია და მნიშვნელობა აქვს, ვიდრე რაიმე ძეგლის მონახულება და მერე ქეიფი და დროსტარებაა. თუმცა კლასის ერთად ყოფნას, თამაშს, გართობას, დაახლოების და თუნდაც მწვადის შეწვასაც, კი, ბატონო, აქვს თავისი ხიბლი, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მთავარი. სკოლამ, მასწავლებელმა, კლასის ხელმძღვანელმა წინასწარ კარგად უნდა გაიაზრონ, რატომ მიდიან ტურზე. იხილეთ ვრცლად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ