ავტორი:

22-25 აგვისტოს ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალი Echowaves გაიმართება

22-25 აგვისტოს ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალი Echowaves გაიმართება

ანაკლია, 22-25 აგვისტო, 2019 - ფესტივალი Echowaves ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს უმასპინძლებს.

Echowaves ელექტრონული მუსიკის ფესტივალია, რომელმაც 2018 წლის აგვისტოში დაიდო ბინა შავი ზღვის სანაპიროზე - კურორტ ანაკლიაში. ის 2014 წლის ევროპის საუკეთესო ფესტივალის ტიტულის მქონე Exit-ის მხარდაჭერით ტარდება.

ფესტივალმა გასულ წელს წარმატებული სტარტი აიღო და 150-მდე დიჯ ეის და 10000-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა. ის მალევე გახდა ცნობილი მასშტაბურობითა და დადებითი შეფასებებით როგორც რეგიონში, ასევე ევროპულ ქვეყნებში და 2018 წლის საუკეთესო ახალი ფესტივალის ნომინაციის შორთლისთშიც აღმოჩნდა. ფესტივალის line up-ის პირველი ნაწილი 29 მაისს, 21:00-ზე, Echowaves festival-ის ოფიციალურ Facebook გვერდზე დაანონსდება, ბილეთების გაყიდვა კი 30 მაისს, 10:00-დან დაიწყება.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება