ავტორი:

როგორ ტარდება სკოლის ექსკურსიები სხვა ქვეყნებში - "მშობლის გაყოლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება"

როგორ ტარდება სკოლის ექსკურსიები სხვა ქვეყნებში - "მშობლის გაყოლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება"

რამდენიმე წელია, სასკოლო ექსკურსიების სეზონი ტრაგედიის გარეშე არ სრულდება. არც წლევანდელი წელია გამონაკლისი. მართალია, რეგულაციები გამკაცრდა, მაგრამ ფაქტია, ექსკურსიამ მაინც შეიწინა ბავშვის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ამის გამო ექსკურსიების აკრძალვასაც ემხრობა ბევრი. თუმცა ვერც იმას უარვყოფთ, რომ ექსკურსია სასწავლო პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და მისი აკრძალვაც პირველ რიგში, ბავშვებს დააზარალებს.დავინტერესდით, როგორ წყვეტენ ამ პრობლემას ჩვენზე ბევრად განვითარებულ ქვეყნებში, რამდენად აქვთ ექსკურსიების ტრადიცია და დაჰყვებიან თუ არა მშობლები ამ აქტივობებზე. ამის შესახებ ის ქართველი მშობლები ყვებიან, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ.

მაია ტურაბელიძე, მთარგმნელი, ორი ქალიშვილის დედა - იტალია - ექსკურსიის ჩატარება სკოლაში, ლიცეუმში თუ ნებისმიერ სასწავლებელში სავალდებულოა ანუ ყველა სასწავლო დაწესებულებას ევალება ასეთი გასვლის მოწყობა, როგორც შესწავლილის გაღრმავება და პრაქტიკაში განხორციელება. ექსკურსიები ორდღიანებიცაა და ერთკვირიანებიც. გააჩნია ასაკს და სასწავლო მასალას. ჩემი შვილი, როგორც წარჩინებული მოსწავლე, ხუთი დღით წაიყვანეს კუნძულებზე პრაქტიკული სამუშაოების შესასრულებლად.

- ამისთვის თანხის შეგროვება გიწევთ?

- განათლების სამინისტრო სასწავლო დაწესებულებებს აძლევს წლიურ თანხას (ყველას გამოეყოფა ეს), რომელიც უნდა დაიხარჯოს ექსკურსიებსა და სხვა საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაში. თუ ეს გამოყოფილი თანხა არ დაიხარჯება ასეთ მიმართულებებში, ხაზინას უკან მიაქვს ანუ იკარგება.სასწავლებელში მიღებულ თანხას ადმინისტრაცია ავტობუსის დაქირავებაზე, პედაგოგთა ანაზღაურებაზე და ექსკურსიის ღირებულების რაღაც ნაწილის გადახდაზე ხარჯავს. დანარჩენს მოსწავლეთა ოჯახები იხდიან.

- მარშრუტის შერჩევაში მშობლებს აქვთ მონაწილეობის უფლება?

- არა, საექსკურსიო მიმართულებას მხოლოდ მასწავლებელთა კოლეგია ირჩევს. სასწავლო წლის დასაწყისში ეწყობა თათბირი და შესასწავლი პროგრამების მიხედვით, ყოველი კლასისთვის შესაბამის საექსკურსიო ადგილს ირჩევენ. წამსვლელ მოსწავლეთა გარკვეული რიცხვი თუ არ შეიკრიბა, ექსკურსია არ შედგება

- მშობლები დაჰყვებიან ექსკურსიებს?

- მშობლების ექსკურსიაზე გაყოლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ჯერ ერთი, იმიტომ რომ მოსწავლე დამოუკიდებლად ყოფნას უნდა მიეჩვიოს, მერე კიდევ, ის ექსკურსია სასწავლოა და არა საოჯახო. მხოლოდ რამდენიმე პედაგოგი მიჰყვება, და გზადაგზა ან თვითონ უხსნიან დასათვალიერებელი ადგილების შესახებ ან სპეციალურად გიდი ჰყავთ აყვანილი, რომელსაც სასწავლებელი უხდის თანხას. ექსკურსიაზე წასვლის წინ, სასწავლებელში ეწყობა მშობელთა კრება, სადაც მშობლებს გააცნობენ განსახორციელებელ პროგრამას და შესაბამისად ურიგებენ ფურცლებს, რომლებზეც დეტალებშია დაწერილი, რომელ საათზე და სად იქნება მისი შვილი/კლასი. კვების საკითხიც პროგრამაშია ანუ წინასწარ არის განსაზღვრული, სად და რომელ საათზე უნდა ჭამონ (საუზმე, სადილი, ვახშამი). იხილეთ ვრცლად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ