ავტორი:

ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი და ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძე ბიჭს ელოდებიან - "საძმაკაცო შეიკრიბება"

ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი და ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძე ბიჭს ელოდებიან - "საძმაკაცო შეიკრიბება"

ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე ბიჭს ელოდებიან. ამის შესახებ წყვილის მიერ "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებული ვიდეოდან გახდა ცნობილი, სადაც ახალ ამბავს მათ უამრავი ადამიანი ულოცავს. მათ შორის არის თბილისის მერის კახა კალაძის მეუღლე, დიზაინერი ანუკი არეშიძე, რომლის კომენტარს ბერამ ასე უპასუხა: "საძმაკაცო შეიკრიბება".

ნანუკამ და ბერამ ჯვარი გასული წლის 11 ნოემბერს სვეტიცხოველში დაიწერეს. სვეტიცხოველში ნანუკას თეთრი კაბა ეცვა, ტრადიციული ქართული ელემენტებით, ბერას კი - ასევე თეთრი ფერის ჩოხა.

წვეულებაზე 150 ადამიანი იყო დაპატიჟებული, მათ შორის პოლიტიკოსთაგან კახი კალაძე და ირაკლი ღარიბაშვილი. ქორწილს აფორმებდა ანსამბლი "ერისიონი" და ფრანგი და ბრაზილიელი მუსიკოსები. მიწვეულთა შორის არ აღმოჩნდა ბერა ივანიშვილის ნათლია, მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე.

ჯვრისწერის შემდეგ ქორწილი კოჯორთან მდებარე კომპლექსში Bioli Hall-ში გაიმართა. ქორწილისთვის მთლიანი კომპლექსი უამრავი ყვავილით იყო მორთული. რესტორანში ნანუკა გუდავაძეს რალფ რუსოს 2017 წლის კოლექციის ულამაზესი ცისფერი კაბა ეცვა, რომელიც 42 ათასი დოლარი ღირს.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს