ავტორი:

"ჩვენო პატარა, რუსთავი გელოდება, შვილო..." - ესპანეთში გარდაცვლილი გოგონას შესახებ "ფეისბუქზე" ბაღების გაერთიანება წერს

"ჩვენო პატარა, რუსთავი გელოდება, შვილო..." - ესპანეთში გარდაცვლილი გოგონას შესახებ "ფეისბუქზე" ბაღების გაერთიანება წერს

ესპანეთში გარდაცვლილი ბავშვის, ანა იშხნელის შესახებ რუსთავის საბავშვო ბაგა - ბაღების გაერთიანება "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს:

"ძალიან ძნელია დაწერო რამე, როცა თავად ხარ ჭირისუფალი, როცა ყველაზე მძიმე ომს აგებ - ომს სიკვდილთან და მეორე ნაპირზე შენი პატარა რჩება...ძნელია, იპოვო სიტყვები სხვებისთვის, როცა მათ აზრი და ძალა აქვს დაკარგული, ანუგეშო შენი მეგობარი, როცა ხელი და ხმა გიკანკალებს...გზაფრავს უჩვეულოდ დადუმებული საბავშვო ბაღი და ატირებული პატარები, მათთვის რაღაც უცნობი და უსაშველოდ დიდით შეშინებულები...ასგზის ძნელია, როცა ჭირისუფალი შენი მეგობარია, მთელი ქალაქისთვის საყვარელი კაცი - დათო იშხნელი...უნდა წამოვდგეთ, უნდა შევძლოთ, უნდა დავხვდეთ.. იმ სიყვარულის დაბრუნების დროა, რასაც ეს ულამაზესი ოჯახი თესდა, იმ სიკეთის, რომელსაც არასოდეს ახმოვანებდა...ანა იშხნელი ჩვენი შვილია!

ჩვენო პატარა, რუსთავი გელოდება, შვილო..."

5 წლის ქართველი გოგონა ესპანეთში ზღვაში ბანაობისას დაიხრჩო. როგორც AMBEBI.GE-ს გარდაცვლილის ახლობლებმა უთხრეს, ოჯახი რუსთავიდან ბარსელონაში სამ შვილთან ერთად დასასვენებლად იყო წასული.

"ზღვის სანაპიროზე იყვნენ, რა დროსაც უეცრად მოვარდნილმა ტალღამ ბავშვები ზღვაში გაიტაცა. ორი მცირეწლოვანის გადარჩენა მამამ მოახერხა, 5 წლის გოგონა კი ზღვაში ტალღამ გაიტაცა და დაიხრჩო", - ამბობენ გარდაცვლილის ოჯახის ახლობლები.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს