ავტორი:

დირექტორმა აღიარა, რომ მოსწავლის სიკვდილი მან დაუკვეთა - გოგონას ცოცხლად დაწვის გამო, შესაძლოა, 16 ადამიანი სიკვდილით დასაჯონ

დირექტორმა აღიარა, რომ მოსწავლის სიკვდილი მან დაუკვეთა - გოგონას ცოცხლად დაწვის გამო, შესაძლოა, 16 ადამიანი სიკვდილით დასაჯონ

ბანგლადეშში გოგონას ცოცხლად დაწვის გამო 16 ადამიანს ბრალი წაუყენეს, ინფორმაციას BBC ავრცელებს.

19 წლის ნუსრათ ჯაჰან რაფმა სკოლის დირექტორი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. დირექტორი დააკავეს, თუმცა 6 აპრილს გოგონა მოსწავლეებმა მედრესეს სახურავზე აიყვანეს, ნავთი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. გოგონამ გადარჩენა შეძლო.

ბრალდებულებს შორის არის სკოლის დირექტორი სირაჯ უდ დოულაც. პოლიციის ინფორმაციით, მან გოგონას მოკვლის ბრძანება ციხიდან გასცა.

მომხდარის გამო ბანგლადეშში საპროტესტო ტალღა აგორდა. პროტესტის მონაწილეები ქვეყანაში არსებულ ძალადობაზე ხმამაღლა საუბრობენ.

ნუსრათმა დოულას წინააღმდეგ საჩივარი პოლიციაში მარტის ბოლოს დაწერა, სამართალდამცველებმა სკოლის დირექტორი დააკავეს. 6 აპრილს გოგონა სკოლაში გამოცდის ჩასაბარებლად მივიდა. ის რამდენიმე ადამიანმა სკოლის სახურავზე აიყვანა, ყველა მათგანს ბურქა ეცვა. გოგონას ნავთი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს, თავდამსხმელები გეგმავდნენ, მომხდარი სუიციდს დამსგავსებოდა, თუმცა ნუსრათი გადარჩა და მომხდარის შესახებ ჩვენების მიცემა მოასწრო.

გოგონას სხეულის 80% ჰქონდა დამწვარი, 10 აპრილს ის გარდაიცვალა.

16 ადამიანს შორის, რომლებსაც პოლიციამ ბრალი წაუყენა, მედრესეს მოსწავლეები და 2 ადგილობრივი პოლიტიკოსია, მათ სკოლაში მნიშვნელოვანი პოზიციები ეკავათ.

გამომძიებლები ბრალდებულების სიკვდილით დასჯას მოითხოვენ. პოლიციის ინფორმაციით, დირექტორმა აღიარა, რომ მკვლელობა მან დაუკვეთა.

რაფის გარდაცვალების შემდეგ ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრმა შეიხ ჰასინამ განაცხადა, რომ მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი პასუხს აგებს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"